„ოუშენ კაპიტალი“ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. ამჟამად კომპანია აშენებს რამოდენიმე მაღალი კლასის უძრავი ქონების პროექტს თბილისის, ვაკის რაიონში. „ოუშენ კაპიტალს“ გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ინვესტირება საქართველოში გრძელვადიანი პერსპექტივით.
ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი შედგება უძრავი ქონების სექტორში საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებისაგან, როგორც საქართველოდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებელი გრძელვადიანად საუკეთესო ხარისხით, მასზე მორგებული ექსკლუზიური სერვისით და ზოგადად შევუქმნათ პოზიტიური საცხოვრებელი გარემო.
„ოუშენი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს. ჩვენი ამოცანაა ვიყოთ #1 ყველაზე სანდო და გამჭვირვალე უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. „ოუშენ კაპიტალი“ აბარებს პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი ბაზრის იმ სეგმენტში, რომელშიც არცთუ იაშვიათია დანაპირების არ შესრულების შემთხვევა.
ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფისგან შედგება. თითოეულ მათგანს აქვს 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული შენობები და სასტუმროები) დეველოპმენტსა და მართვაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპასა და აზიაში. აგრეთვე აღსანიშნავია რესურსების ეფექტიანად გამოყენების, განახლებადი ენერგიის, ენერგიის შენახვის, წყლისა და გადამუშავების სფეროში ჰოლდინგის მიერ განხორციელებული ინვესტიციები..
ჩვენი მისია
ჩავაბაროთ, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, მაღალი ხარისხის, მდგრადი და ენერგოეფექტური, საუკეთესო დიზაინის შენობები, რომლებიც ნამდვილ ღირსშესანიშნაობებად იქცევა და მორგებული იქნება თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნებზე.
ხედვა
მაცხოვრებლებისთვის #1 ნდობით აღჭურვილი, ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი.