პროდუქტები
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ფოტოჯიხურის საკუთარი ხელებით კეთება დავიწყეთ. რამდენიმე თვეში მივიღეთ ჩვენი პირველი ვენდინგ ფოტოჯიხური, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში განვათავსეთ. დროთა განმავლობაში, ფოტოჯიხურების რაოდენობამ იმატა და დღეს თქვენ მათ შეხვდებით სხვადასხვა ადგილას თბილისსა და რეგიონებში.
მას შემდეგ, რაც ფოტოჯიხურების პოპულარობამ იმატა ქორწილებისა და სხვადასხვა წვეულებებში, ვიფიქრეთ, რომ უფრო მეტი საინტერესო პროდუქტის მოფიქრება/დანერგვა, ან არსებული სერვისის იმპორტი შეიძლებოდა ამ სფეროში განვითარებული ბაზრებიდან. ამიტომაც, 2018 წლისთვის, უმეტესად ჩვენი შექმნილი პროდუქტებით, ფოტო/გიფ/ვიდეო მიმართულებით, 10-მდე პროდუქტის/სერვისის მიწოდება შეგვიძლია.
ვრცლად
დაჯავშნა