მაღაზია რეზერვი - 2018 წელს გაიხსნა. აქ თავმოყრილია ქართული მაღალი ხარისხის ღვინოები და იმპორტირებული - მსოფლიოში ცნობილი ღვინოები ევროპული ქვეყნებიდან და ასევე, ავსტრალიიდან.
მაღაზიის კონცეფცია ხარისხის გარანტს ეფუძნება. აქ წარმოდგენილი ღვინოები ბრმა დეგუსტაციით არის შერჩეული საერთაშორისო დონის სომელიეებისგან, რომელიც ქართული ღვინის გილდიის მიერაა დაკომპექტებული.
ვთანამშრომლობთ ჰორეკებთან, რომლისთვისაც ღვინის მთავარი მიმწოდებლები ვართ. თბილისის ცენტრში ვფლობთ ღვინის საწყობს, რომელიც მომარაგების პრობლემას უხსნის ჩვენს პარტნიორ ობიექტებს.
ღვინის მაღაზიაში, გარდა ბოთლის ღვინისა, შესაძლებელია დეგუსტაციის შეძენა.
საუკეთესო პირობებში ვინახავთ ღვინოს, როგორც გახსნილს, ასევე გაუხსნელს.
ვრცლად
დაჯავშნა