Добавление компании

რამდენად მნიშვნელოვანია ქორწინებაში ყოველდღიური რუტინის გახალისება და როგორ გავაბედნიეროთ მარტივად საყვარელი ადამიანი

7029

ოჯახურ ცხოვრებაში სიტყვა რუტინა ზოგჯერ გვაშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე, ახალდაქორწინებულ წყვილებს ეხება. თუმცა არის მასში რაღაც მომხიბვლელიც. იმ მხრივ, რომ სიყვარულის ყოველდღიურობა, არ შეიძლება იყოს რუტინულად დამღლელი და მომაბეზრებელი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია შეყვარებული წყვილებისთვის, მათი ყოველი დღე განსაკუთრებული და მრავალფეროვანი იყოს, საჭიროა მოვინდომოთ ერთმანეთის გახარება და ფანტაზიას ფართო გზა მივცეთ.

 

ყოველი ახალი დღე აქციეთ ერთმანეთის ღიმილის და ბედნიერების საწყისად, არ დაიშუროთ კომპლიმენტები, დაუტოვეთ სიყვარულის მიმანიშნებელი წერილები ბალიშზე, სარკესთან ან თუნდაც მაცივარზე, დაპატიჟეთ სასეირნოდ, მოუმზადეთ საყვარელი საჭმელი, უყურეთ მის საყვარელ ფილმს, ჩაუჯექით ფავორიტი გუნდის მატჩს და დარწმუნდებით, რომ ამ ერთი შეხედვით უბრალო გამოხატულებებს დღესასწაულის შექმნა შეუძლია თქვენს ყოველდღიურობაში.

 

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ხანგრძლივი თანაცხოვრების პერიოდისა, ადამიანის მეხიერებას არ აქვს იმხელა მასშტაბები, რომ გაიხსენოს ურთიერთობის ყოველი ან თუნდაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, თუმცა როგორც წესი ყველაფერი  ‘’პირველი’’ ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებთან და მოგონებებთან ასოცირდება. შესაბამისად გვაქვს აუცილებელი მოთხოვნა და სურვილი იმის, რომ ავღნიშნოთ ან სიურპრიზი გავუკეთოთ საყვარელ ადამიანს, ხოლო როცა საქმე გულმავიწყ პარტნიორთან გვაქვს, ან ყოველდღიური რუტინა ჩვენ თავადაც გვავიწყებს მნიშვნელოვან თარიღებს, რაც არუნდა გულწრფელი და ნამდვილი იყოს სიყვარული, შესაძლოა ზედმეტად გამოხატული წყენის მიზეზად იქცეს, განსაკუთრებით კი ე.წ. სუსტი სქესისათვის.

 

სწორედ ამიტომ, Wedder.ge ძალიან მარტივ  და ინოვაციურ საშუალებას გვთავაზობს ‘’ბედნიერი თარიღების კალენდრის’’ პლატფორმის შემუშავებით, რომელიც გულისხმობს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანისათვის განსაკუთრებული თარიღების შეხსენებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, იქნება ეს პირველი პაემანი, სიყვარულის ახსნის დღე, ქორწინების წლისთავი ან ნებისმიერი გარემოება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

‘’ბედნიერი თარიღების კალენდარი’’ წყვილთა ურთიერთობის გახალისების და გამრავალფეროვნების პროცესში მკაფიო შედეგის მომტანი იქნება. მისი საშუალებით თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი თარიღების მოახლოების მზადყოფნაში იყოთ, იმიტომ რომ Wedder.ge იქნება ამის გარანტი რომელიც მუდმივ მომხარებლებს გაანებივრებს სწორედ ასეთი დღეებისათვის სპეციალურ ფასდაკლებებით და შეთავაზებებით, იმ სასაჩუქრე კატეგორიებიდან, რომელსაც წინასწარ შეარჩევთ.

 

ხოლო თქვენ და თქვენს პარტნიორს ყოველთვის,  მოგეცემათ  საშუალება, რომ უფრო მეტად გაიხალისოთ ურთიერთობა, გააღრმავოთ  ერთმანეთის სიყვარული  იმ თარიღების აღნიშვნით, რომელიც ურთიერთობებში მნიშვნელოვნად მასტიმულირებელ როლს თამაშობს.


Комментарии
Последние статьи
post-01

04/06/2020

1577

იდეალური წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
post-01

03/06/2020

1473

როგორი შეიძლება იყოს საქორწილო კაბის ზურგი?
post-01

29/05/2020

1490

დანია განცალკევებით მყოფი წყვილებისთვის საზღვრებს ხსნის
Наиболее читаемый
post-01

12/05/2020

4948

როგორი იქნებოდა ზღაპრის გმირების ცხოვრება, ზღაპარი ქორწილით რომ არ მთავრდებოდეს?
post-01

20/05/2020

4538

"მოდით ვაქციოთ ეს გამოწვევა შესაძლებლობად" - ივენთ-კომპანია "ლილაკის" არაორდინარული საქორწილო სტილი
post-01

14/05/2020

3833

"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა"