Добавление компании

"რისიც არ უნდა გვჯეროდეს, ვაღიარებდეთ, ან არ ვაღიარებდეთ, ერთი რამ ცხადია"... - სიყვარულის დღე რესტორან "ფუნიკულიორში"

7727

უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი, შრიალა და ფერადი კაბები, ქოლგიანი და შლაპიანი მამაკაცები, ათასობით ამბავი სიყვარულზე, მეგობრობაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და ყურმოკრულ ამბებზე - ეს არის ქალაქის ისტორია, რომელსაც რესტორანი "ფუნიკულიორი" 1938 წლიდან იმახსოვრებს და საკუთარ, მაგიურ სივრცეში ინახავს. 

 

უნიკალური სივრცე, უგემრიელესი კერძები, გემოვნებიანი მუსიკა, ხალისიანი, ამაღელვებელი განწყობა, გულისხმიერი მომსახურე პერსონალი  - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც რესტორანი "ფუნიკულიორის" თითოეულ სტუმარს, ღირსეულ მასპინძლობას უწევს.

 

როგორც უკვე ვთქვით ისტორია და ამბავი, ამ ადგილის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამბების წერასა და ისტორიების შექმნაში, "ფუნიკულიორი" თვითონაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

 

"რისიც არ უნდა გვჯეროდეს, ვაღიარებდეთ, ან არ ვაღიარებდეთ, ერთი რამ ცხადია, ბედნიერი წუთების შექმნა ძვირფასი ადამიანისთვის, ყველაზე უფრო ღირებული საჩუქარია" - ამ მოტივით, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღის სიყვარულის ნამდვილ დღესასწაულად გადასაქცევად, რესტორანი  რომანტიკულ გარემოში, სადღესასწაულო ვახშმითა და ცქრიალა ღვინით გელოდებათ. 

 

 

 

საღამოს მენიუ შედგენილი და შერჩეულია სპეციალურად ვალენტინობისთვის. სიყვარულის დღის მუსიკას შექმნიან გიგი ვანდერი, თამთა ცხვიტავა & ბენდი და მაესტრო ზურა ხუციშვილი ბენდთან ერთად.

 

შექმენით დაუვიწყარი დღე თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, იქ სადაც ათასობით ამბავია სიყვარულზე, იქ, სადაც თქვენი სიყვარულის ამბავი "ფუნიკულიორის" ისტორიას შეუერთდება.




 

 

 

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4810

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый