თუ ვინტაჟური სტილი თქვენი ფავორიტია და სტილის შეცვლას არც ქორწილის დღეს გადაწყვეტთ, ჰაეროვან, დახვეწილ საპატარძლო კაბას, ამავე სტილის აქსესუარები მოუხდება.
მინიმალიზმი ადამიანის სტილში, მის დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მინიმალიზმი მაღალ ხარისხსში და გამორჩეულ დიზაინში ერთიანდება.
ზოგიერთ პატარძალს, სულაც არ მოსწონს, თავისი გარეგნობის აქსესუარებით გადატვირთვა. თუმცა პატარ-პატარა დეტალები, ჩვენს გარეგნობას, სხვადასხვა ასპექტში უსვამენ ხაზს და ჩვენს ბუნებრიობას, განსაკუთრებული კუთხით აფიქსირებენ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე, ვინტაჟური სტილის საყურეს, რომელიც თქვენს გარეგნობას ქორწილში(და არამხოლოდ), შინაარსიან ხაზს გაუსვამენ.
და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?
Наиболее читаемый
Комментарии