Добавление компании

ის, რაც ქალებს აბედნიერებთ "ფრანკო ფონტანა"-სა და "18K Precious Crafts"-ში გრანდიოზული ფასდაკლებით გელოდებათ

10424

გაზაფხულის სეზონურ პოზიტივს, პირველი თვის რამდენიმე დღესასწაული, რომელიც მშვენიერებას და ერთმანეთის მიმართ, განსაკუთრებული სიყვარულის და პატივისცემის გამომჟღავნებას და მიღებას ემსახურება, განსაკუთრებულ ელფერს მატებს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღნიშვნა კი, ყველაზე ნათელ და თბილ სეზონს, ბუნებრივი და გულწრფელი ემოციებით იწყებს. გულმოდგინედ შერჩეული საჩუქრები(ყვავილები, სამკაულები, მისალოცი ბარათები, საღამოს წვეულებები), ყვავილებით სავსე დახლები, მხიარული სახეები და ბედნიერი აურა ქალაქის ჰაერში - ეს ის მინიმუმია, რაც მარტის დასაწყისში ქალაქში და ადამიანების გონებაში ტრიალებს.

 

გამომდინარე იქედან, რომ ბედნიერება ყველასთვის ინდივიდუალურ მოცემულობებთან ასოცირდება, საუკეთესო საჩუქრის შერჩევისას, ადრესატის ხასიათი და მისწრაფებები უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა არსებობს რამდენიმე "შაბლონი", რასაც ყველაზე ხშირად და ლოგიკურად ვჩუქნით ან გვჩუქნიან. თუ რა გაახარებთ ქალებს ყველაზე ძალიან, მოახლოებული დღესასწაულისთვის - ეს ერთ-ერთი საინტერესო ამოცანა იყო wedder.ge-ს გუნდისთვის, რომ მათი სარვამარტო განწყობის შექმნაში, გარკვეული წვლილი შეგვეტანა. ამიტომ, ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რას ისურვებდნენ ისინი რვა მარტს და როგორი საჩუქარი იქნებოდა მათთვის განსაკუთრებულად ძვირფასი.

 

აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაში მონაწილე ქალბატონების უმრავლესობას, ურჩევნია მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, როცა საქმე მატერიალურ, სიმბოლურ საჩუქარს ეხება, იყოს სამკაული, რომელსაც ხშირად ატარებს და ხშირად გაახსენებს ადამიანს, რომელმაც მას დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ, როგორ გაახარონ საყვარელი ქალი, დედა, და, მეგობარი - არც თუ ისე რთული ამოცანის წინაშე დგანან. მათ წინაშე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია, როცა იციან, რას უფრო ხშირად ატარებს რჩეული ქალი - საყურეს, ბეჭედს, ყელსაბამს თუ სხვა აქსესუარს.

 

როგორც ჩანს, ქალბატონების გულის გახარება და მათთვის დღესასწაულის შექმნა, სხვა იშვიათი კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. დედის და ქალთა დღისთვის,  საიუველირო მაღაზიათა ქსელი "ფრანკო ფონტანა" , რომელიც ქართულ ბაზარზე იტალიური ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობების მრავალფეროვანი კოლექციითაა წარმოდგენილი და განსხვავებული საფასო კატეგორიების საშუალებით, ნებისმიერი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია, მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციას -25%-იან ფასდაკლებას სრულ და -40%-იან ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე ხოლო 7-8 მარტს, ფასდაკლება კიდევ უფრო მომხივბლელია და ის 25-დან 50%-მდე გაიზრდება("ამექსისა" და "სოლო" ბარათის მფლობელებს კი  7-8 მარტს დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობაც შეუძლიათ). ხოლო ქსელის პრემიალური ხაზი  "18K Precious Crafts", უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული 750 სინჯიანი ოქროს, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი ქვების საიუველირო ნაწარმს  -25%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ, ხოლო 7-8 მარტს 35%-ით!
 

ასე, რომ კითხვაზე #რავაჩუქო - აქ ძალიან მარტივად იპოვით პასუხს და საჩუქარს, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, მათი სტილის გათვალისწინებით ადვილად და შეარჩევთ, ხოლო თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაიზოგება. 

 

განსაკუთრებული საჩუქრები, განსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ "Franco Fontana" და "18K Precious Crafts"-ის არაერთ ფილიალში. ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში ნახავთ ყველა მისამართს თბილისში, სადაც "Franco Fontana" და "18K Precious Crafts"-ს მაღაზიებია განთავსებული:

 

"Franco Fontana"

  • რუსთაველის გამზ. #26
  • ჭავჭავაძის #21
  • პეკინის #7
  • გალერეა თბილისი რუსთაველის გამზირი 2/4
  • სითი მოლი გლდანი, ხიზაბავრის ქ. #1
  • ჭავჭავაძის #37, "აქსის თაუერსი", პირველი სართული
  • სითი მოლი ქავთარაძე, ნულ სართულზე

 

"18K Precious Crafts"

  • სითი მოლი ქავთარაძე, პირველი სართული, ლაქშერი ზონა


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5223

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый