Добавление компании

დედები, როგორც ყველაზე მგრძნობიარე ივენთ მენეჯერები, როცა მათი შვილები ქორწინდებიან

5830

ზოგიერთი პატარძლის დედა მაქსიმალურად არის ჩართული საქორწილო სამზადისში და მთელ ენერგიას ახმარს თავისი ქალიშვილის ქორწილის დაგეგმვას.ზოგიერთ დედას კი ურჩევნია განზე გადგეს და აღელვებულმა  შორიდან უყუროს სამზადისის პროცესს. მნიშვნელობა არ აქვს რომელ კატეგორიას მიეკუთვნება თქვენი დედა - არსებობს მოვალეობები, რომლებიც ყველა პატარძლის დედამ უნდა შეასრულოს. თანაც, როგორც ამბობენ - "Mama knows best" - ამიტომ,ხშირად დედის ჩართვა საქორწილო ორომტრიალში საქმის გამარტივების ტოლფასია.

  1. საყიდლების პროცესში დახმარება

 

ტრადიციულად, დედები ქალიშვილების გვერდით არიან საქორწინო კაბის არჩევისა და ყიდვის პროცესში. მისი თანადგომა ამ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა თქვენი გემოვნება არ იყოს ყოველთვის იდენტური, მაგრამ დედა ნამდვილად არის ის ადამიანი, ვინც გულწრფელად გეტყვით თავის აზრს და მთელი გულით გირჩევთ საუკეთესოს.

  1. უთანხმოებების მოგვარება

 

ხელისმომკიდეთა დავა ზედმეტად კომპლექსური და რთულად მოსაგვარებელი საკითხია. ხშირია გემოვნებათა და აზრთა სხვადასხვაობა. ამ საკითხის მოგვარებაც შეგიძლიათ დედას მიანდოთ და დამშვიდდეთ. თუ ბოლო წუთს რაიმე პრობლემა შეიქმნება ხელისმომკიდეთა კაბებზე, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა დედას. თუ სტუმრის განწყობაში ცვლილებას შეამჩნევთ, დედა აუცილებლად შეძლებს გამოელაპარაკოს მას და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს კიდეც. არასოდეს შეიტანოთ ეჭვი, რომ დედა დაუფიქრებელ მსხვერპლზეა წამსვლელი თქვენი ბედნიერებისთვის და დააფასეთ მისი უპირობო სიყვარული.

  1. ტრადიციები და რელიქვიები

 

დედა სწორედ ის ადამიანია, ვინც შეძლებს თქვენი და თქვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციებისა თუ რელიგიური ელემენტების შერწყმას ამ მნიშვნელოვან დღეს. ის ასევე დაგეხმარებათ ისეთი ძველი და ძვირფასი ნივთების მოძიებაში, რომლებიც თქვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

  1. სტუმართა სია

 

სტუმრების სია ხშირად დიდი თავსატეხი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ქორწილი არ გსურთ და მცირე ბიუჯეტში უნდა ჩაეტიოთ. განსაკუთრებით ქართულ რეალობაშია რთული გაუმკლავდეთ დაუსრულებელ ნათესავთა, თუ ნათესავების ნათესავთა სახელებსა და გვარებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბოლოს ღრმა ბავშვობაში ნახეთ. თქვენ ნამდვილად არ უნდა იგრძნოთ თავი დამნაშავედ, რომელიმე სტუმრის სიიდან ამოღების დროს, ეს თქვენი დღეა და მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა იყვნენ თქვენს გვერდით. ამ შემთხვევაშიც დედა საუკეთესო რესურსია. ის დაგეხმარებათ სიის შედგენასა და შემცირებაში, ისე რომ თქვენც და თქვენი ოჯახის ნათესავებიც კმაყოფილები დარჩეთ.

  1. მთავარი მასპინძელი

 

სტუმრების მოსვლიდან ცერემონიის დასრულების ჩათვლით, დედა იქნება მთავარი მასპინძელი. ის აგრძნობინებს თითოეულ სტუმარს, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან, დაეხმარება მათ დრო საუკეთესოდ გაატარონ. მოსული სტუმრების დახვედრა, მათი მოკითხვა ღიმილიანი სახით და მათი გულითადი გაცილება სწორედ დედის მოვალეობაა.

  1. მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარება

 

მას შემდეგ, რაც ქორწილი მოახლოვდება და თქვენი, როგორც პატარძლის ერეთადერთი საზრუნავი თქვენივე გარეგნობა გახდება, ნებისმიერი პრობლემა  -დაკავშრებული მზარეულებთან, კვებასთან, დეკორაციებთან, სუფრასთან თუ ბენდთან, სწორედ დედის მოსაგვარებელი გახდება. თუ თვლით, რომ ის ამდენს ვერ გაუმკლავდება - ცდებით. დედებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, თანაც სწრაფად და ხარისხიანად.

 

და ბოლოს, შესაძლოა სრულიად განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ თქვენ და დედას, მაგრამ ის ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით.

 

შეიძლება დედამ ყოველთვის არ იცოდეს რა არის საუკეთესო, მაგრამ ის პირველია, ვისაც მთელი გულით სურს თქვენთვის ყველაფერი იმაზე კარგი, ვიდრე თქვენ შგიძლიათ უსურვოთ საკუთარ თავს.

 

 

 

 

Wedder.ge გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებს და ღიმილით სავსე სახეებს!

 

მასალის ავტორი ელენე გაბელაშვილი


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый