Добавление компании

"სიძეები, რომლებიც კამერას არ ემალებიან" - ფოტოგრაფი აჩი კორღალიძე ფოტოებს აქვეყნებს

11552

"ხშირ შემთხვევაში სიძე ბატონები კამერას ემალებიან  და პატარძლები თხოვნით მომმართავენ - "იქნებ რამე მოვუხერხო". გთავაზობთ იმ სიძეებს რომლებიც კამერას არ ემალებოდნენ და პირიქით" - ეს პოსტი ფოტოგრაფმა აჩი კორღალიძემ თავის ბიზნეს გვერდზე "Wedding Photo Production"-ზე გამოაქვეყნა. ფოტოები საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ფოტო-ობიექტივში მოხვედრის სურვილი, მამაკაცებს იშვიათად უჩნდებათ. მაშინაც კი, როცა მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი - ქორწილის დღეა, ხოლო მათი საყვარელი ქალები განსაკუთრებით მონდომებულები, სამახსოვრო ფოტოები, ლამაზი და სახასიათო იყოს.

 

 

ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ, თითქმის ყველა სტატიაში, რომელიც ფოტოგრაფებთან ინტერვიუების სახითაა წარმოდგენილი, ქორწილის ფოტოგრაფები, გადაღების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, სიძის ინერტულობას და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებას ასახელებენ.

 

მამაკაცებო, მომავალო ნეფეებო და მეუღლეებო - გახსოვდეთ. მშვენიერია გამოხატო და აღბეჭდო შენი ბედნიერება. ამაში აჩი კორღალიძის მიერ დაფიქსირებული ბედნიერი და მხიარული სახეები აუცილებლად დაგარწმუნებთ: 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый