Добавление компании

რატომ ირჩევენ უცხოელები დასაქორწინებლად საქართველოს?(wedder.ge)

10055

იცოდით რომ ზოგჯერ  წყვილები საქართველოში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიან  რომ იქორწინონ? მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში ქორწინების რეგისტრირება და ლეგალიზება ძალიან მარტივ პროცედურებს უკავშირდება!

 

მიბრძანდით იუსტიციის სახლში თქვენს მომავალ მეუღლესთან ერთად, ერთობლივად ჩააბარეთ განცხადება, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწმეების/მეჯვარეების პირადი ნომრები.(ორი მოწმე საკმარისია, თუმცა სურვილის შემთხვევაში  შეგიძლიათ უფრო მეტიც იყოლიოთ). განცხადების ჩაბარებიდან რამდენიმე საათში SMS შეტყობინებას მიიღებთ და მოწმეებთან/მეჯვარეებთან ერთად გაემართებით, ქორწინებას დაარეგისტრირებთ და თუ გაგიმართლეთთ, მზე და მთვარესავით შეაბერდებით ერთმანეთს.

 

პროცედურები იგივეა უცხოელი წყვილებისთვისაც. პირადობის ნაცვლად ბარდება პასპორტი, ასევე პასპორტის ასლი(ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) და განცხადება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წინა ქორწინებაში იმყოფებოდა, აუცილებელია წარმოადგინონ განქორწინების ცნობა(ლეგალიზებული იმ ქვეყნის მიერ, სადაც განქორწინდა). დაქორწინება უფასოა, ქორწინების მოწმობის ლეგალიზება კი - მე-8 სამუშაო დღეს - 20 ლარი ღირს, მე-4 სამუშაო დღეს 40, მე-2 სამუშაო დღეს 70 ლარი და იმავე დღეს - 100 ლარი.

 

სოლიდური თანხის გადახდას და დაქორწინების მსურველთა მრავალთვიან რიგებში ყოფნას,  საქართველოში ჩამოსვლა ამჯობინეს ჯესა და აჰმედმა. ჯესა ტაილანდელია, აჰმედი - ეგვიპტელი. ისინი  კვირა საღამოს თბილისში დუბაიდან ჩამოფრინდნენ და ორშაბათს იუსტიციის სახლს მიაშურეს. მოწმეებად/მეჯვარეებად იუსტიციის სახლის წინ მყოფი  ორი ასაკოვანი ქალბატონი ,,შეარჩიეს’’, რომლებმაც მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ მათი სიყვარულის დამოწმება თავიანთ თავზე აიღეს.

 

სამშაბათს დაქორწინებული - ჩვენს ენაზე თუ მოვთარგმნით ,,გაბედნიერებული’’  წყვილი დუბაიში დაბრუნდა და ოჯახურ თავგასავლებში გადაეშვა.

 

მასალის ავტორი თამთა ჯინჯოლავა 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый