Добавление компании

ყველაზე ბედნიერი ქვეყნის, საქორწილო ტრადიციები(wedder.ge)

8169

დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის - ფინეთის საქორწინო ტრადიციებს გაგაცნობთ.  

 

თუ ფინურ ქორწილში დაგპატიჟეს, არ გაგიკვირდეთ, თუ მოსაწვევზე სიძე-პატარძლის საბანკო ანგარიში იქნა მითითებული. წავიდა ის დრო,როცა შეგეძლოთ ქოთნებისა და ტაფების ჩუქება ახალდაქორწინებულთათვის(თუმცა, ტრადიციის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გადარიცხვის ჩეკის პარალელურად თუჯის ტაფა მაინც ამოიღლიავოთ) და ქორწილისკენ გაემართოთ. ქორწილები უმეტესად ზაფხულში ტარდება.  არ ჩაიცვათ თეთრი ფერის სამოსი, თეთრი სამოსის  ჩაცმის უფლება მხოლოდ პატარძალს აქვს, ასევე, ნუ ჩაიცმევთ ძალიან მოკლე კაბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხანშიშესული სტუმრების შენიშვნას ვერ აცდებით! 

 

ფინური ქორწილები დღეს ძალიან მდიდრულად გამოიყურება, ხარჯებს ძირითადად წყვილი ფარავს (მშობლების დაუხმარებლად), თუმცა იყო დრო როცა ფინელები უპირატესობას ქორწილის ვიწრო წრეში აღნიშნვნას ამჯობინებდნენ. მრავალრიცხოვანი და მდიდრული ქორწილების აღნიშვნა 1980-წლიდან დაიწყო. მანამ ყველაფერი უფრო მარტივად და ტრადიცულად იყო. პატარძალი ბალიშით ხელში სამეზობლოში იწყებდა სიარულს, მეზობლებს საჩუქრები ბალიშში უნდა ჩაეწყოთ. პატარძალს თან  ახლდა რომელიმე მისი მეგობარი ქოლგით, რომელსაც საჩუქრები უნდა დაეცვა.

 

ფინელების უმრავლესობა, გარდა სამოქალაქო ქორწინებისა, ქორწინების დეკლარირებას ეკლესიაშიც ახდენენ. აღანიშნავია ისიც, რომ ფინეთში ჯვრისწერა იმ შემთხვევაშიც დაშვებულია, თუ წყვილი განსხვავებული რელიგიური მრწამსის მატარებელია. 

 

ჯვრისწერის შემდეგ დაქორწინებულები სტუმრებთან გადაინაცვლებენ. თუ მათ ბევრი შვილის ყოლა სურთ, პატარძალი ხელში იჭერს რომელიმე მეგობრის ან ნათესავის ბავშვს. იღბლის მომტანად ითვლება პატარძალთან ცეკვა, ამიტომ სტუმრები მასთან საცეკვაოდ რიგში დგებიან.სიძე-პატარძალი საქორწილო ტორტს აუცილებლად ერთად ჭრის, ეს მზრუნველობის  პირველ გამოხატულებად ითვლება.

 

ფინურ ქორწილში ვიქტორინების ქონა აუცილებელია. შეკითხვები ძირითადად ახლად დაქორწინებეულის ცხოვრების დეტალებს ეხება. საჩუქრების სია წინასწარ არის ცნობილი, მოტივაციაც დიდია.  

 

ფინელები დღეს ცდილობენ ქორწილი თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით გადაიხადონ, თუმცა ამასთან, არ კარგავენ მათ ავთენტურ ჩვეულებებს. მაგალითად, მანქანაზე ძველ ფეხსაცმელებს და თუნუქის ცარეილ ქილებს ახლაც ამაგრებენ - ძველი ცხოვრებიდან ახალ ცხოვრებაში გადასვლის ნიშნად!

 

ბედნიერ თარიღებს დამახსოვრება უნდა: შეადგინე შენი ბედნიერი თარიღების კალენდარი

მასალის ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

 

 

 

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый