Добавление компании

როგორ უნდა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა?

6220

ყველა ჩვენგანს სურს ხანგრძლივი, მარადიული სიყვარული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ხანგრძლივი ურთიერთობა შეიძლება კრახით დამთავრდეს და არ იქცეს მარადიულად.

 

რა არის საჭირო და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის რომ შევინარჩუნოტ ურთიერთობა და ვაქციოთ იგი მარადიულად, ამისათვის აუცილებელია ორივე მხარემ კარგად გავიაზროთ თითოეული საკითხი და მივსდიოთ მას.

 

აუცილებელია გულწრფელობა ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თითოეული ჩვენგანი რას მოელის ურთიერთობისგან და ზოგადად რა მიზნები აქვს?

 

უნდა გავერკვეთ სიყვარულსა და ლტოლვას შორის, ხშირად ეს საკითხი ძალიან დამაბნეველია ურთიერთობის საწყის ეტაპზე, აუცილებელია გავმიჯნოთ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისაგან.

 

შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებული წყვილი უნდა იყოს ერთი გუნდი, მრავალმხრივი მცდელობებით, თვისებებითა და შესაძლებლობებით ერთი მიზნისაკენ უნდა ისწრაფვოდეთ.

 

                                              

 

 

აუცილებელია პატივისცემა, ამაზე გადის ურთიერთობის სიმტკიცე, პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის აზრსა და შეხედულებებს, მასზე უფრო მნიშვნელოვანი პირი თქვენს ცხოვრებაში შეიძლება არც იყოს.

 

ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია, ერთმანეთის აზრს პატივი უნდა სცეთ, ხშირ შემთხვევაში თქვენთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს მხოლოდ „მე“ არამედ უნდა შეგეძლოთ თქვენი მეორე ნახევრის აზრის გათვალისწინება.

 

არ არის აუცილებელი შეურიგდეთ თქვენი პარტნიორის უარყოფით თვისებებს, ეს აუცილებლად გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას მომავალში, ილაპარაკეთ პრობლემებზე ხმამაღლა, აუცილებელია პრობლემა წარმოშობისთანავე აღმოფხვრათ და არ გააჭიანუროთ.

აუცილებელია მოსმენა, ერთმანეთის მოსმენის შემთხვევაში პრობლემა ბევრად შემცირდება, მხოლოდ თქვენი შეხედულებით ნუ გადადგამთ რადიკალურ ნაბიჯებს აუცილებლად მოუსმინეტ თქვენს პარტნიორს.

 

და რაც მთავარია ერთმანეთს ესაუბრეთ მომავლის გეგმებზე, როგორ წარმოგიდგენიატ თქვენი ურთიერთობის მომავალი, როგორი უნდა იყოს ის მოისმინეთ და გაითვალისწინეთ ერთმანეთის აზრი ურთიერთობის მომავალთან დაკავშირებით.

ნუ შეუშინდებით ბოდიშის მოხდას, თუ თვლით რომ დამნაშავე ხართ მოიხადეთ ბოდიში ეს ბევრ რამეს გაამარტივებს თქვენს ურთიერთობაში.

 

ამ ფაქტორებთან ერთად ნუ დაგავიწყდებათ ინტიმური კავშირი რაზეც გადის ურთიერთობის მთავარი ღერძი, ისაუბრეთ ამ თემებზე ხმამაღლა ამაში სამარცხვინო არაფერია. რაც უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან მით უფრო მყარია წყვილის ურთიერთობა.

 

 

 

 

თუ გაითვალისწინებთ მსგავს რჩევებს, ან უკვე ითვალისწინებთ, მერწმუნეთ თქვენი სურვილი იდელაურ ურთიერთობასთან დაკავირებით ნამდვილად გამართლდება, თქვენი სიყვარული იქნება მტკიცე და მარადიული, გიყვარდეტ იყავით ერთგულები და რაც მთავარია პოზიტიურები, თუ იქნებით გულწრფელები ყველაფერი ბევრად უფორ მარტივი იქნება თქვენს ურთიერთობაში.

 

 

მასალის ავტორი: ლიკა ჩხენკელი


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4795

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый