Добавление компании

რაში არ უნდა დავზოგოთ ფული, სახლის რემონტისას

10939

სახლის რემონტის დაგეგმვისას, ჩვენ ხარჯების შემცირების შესაძლებლობაზე, უარს რა თქმა უნდა არ ვიტყვით, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში თანხის დაზოგვა ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ მოგიყვებით იმაზე თუ, რისთვის და რატომ - არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზოგოთ ფული.

 

         

 

ბინის ან სახლის საფუძვლიანად გარემონტებამდე, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შეაფასოთ თქვენი სურვილები და შესაძლებლობები. რემონტის ღირებულება განსაზღვრავს შემდგომ სამუშაო პროცესებს. ყოველთვის შეეცადეთ გადაინახოთ გარკვეული თანხის რაოდენობა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის - დაგეგმილი ხარჯების მთლიანი თანხის დაახლოებით 5%. მკაცრ ეკონომიურ რეჟიმს, მოსალოდნელია არ ჰქონდეს საუკეთესო გავლენა საბოლოო შედეგზე, რაც უდაოთ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.

 

რისთვის და რა შემთხვევებშია მიუღებელი თანხის დაზოგვა:

 

1. დროზე - სარემონტო პოპულარულ გადაცემებში, სპეციალისტები დავალებას დიდი სიმარტივით, სულ რაღაც ორ-სამ დღეში უმკლავდებიან. მაგრამ თქვენ ამ დროზე ორიენტაცია არ უნდა მოახდინოთ, როდესაც საქმე ეხება მთლიანი ბინის/სახლის რემონტს. მომზადებასა და მასალის შესაძენას, როგორც წესი, მინიმუმ ერთი ან ორი თვე სჭირდება, ან კიდევ უფრო მეტიც. ეს ძირითადად ფართობის ზომასა და პროექტის სირთულეზეა დამოკიდებული. არასათანადო სიჩქარემ შეიძლება არასაჭირო ხარჯები და არასწორი შედეგები გამოიწვიოს.

 

2. დიზაინერზე - თუ თქვენ პირველად აპირებთ ფართომასშტაბიანი რემონტის დაწყებას და საპროექტო სამუშაოები თქვენი ძლიერი მხარე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გამოცდილი დიზაინერის მომსახურეობა. ის არა მხოლოდ მოდის ტენდენციებში გასარკვევად და თქვენი სურვილების ვიზუალიზაციაში, არამედ კომპეტენტური ხარჯების შეფასებაშიც დაგეხმარებათ. ამაზე დაზოგვა არ ღირს, მაგრამ ტოპ-10 საუკეთესო დიზაინერების სახელებზე ფოკუსირებაც აუცილებელი არ არის. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმეს უკვე ჰქონდა კარგ დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება, ან კიდევ შეუძლია გირჩიოთ კარგი სპეციალისტი ხელმისაწვდომ ფასად.

 

3. მუშათა გუნდზე - ყველაზე ეკონომიური ვარიანტი - რემონტის დამოუკიდებლად გაკეთებაა, მაგრამ თუ თვენ არ გაქვთ დრო ან გამოცდილება ამ საკითში, მაშინ დაიქირავეთ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიმე სოლიდური სარემონტო კომპანიისგან. ყურადღებით გაეცანით მათ რეკომენდაციებსა და დოკუმენტაციას. იაფი მუშახელის ძიებისას, თქვენ შეიძლება შეეჯახოთ აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმსა და არაკეთილსინდისიერებას. ასეთ დროს არავინ უშვებს იმ  ვარაუდს თუ, რა შედეგი იქნება რემონტის დასრულების შემდეგ და დასრულდება თუ არა ის საერთოდ.

 

4. სააბაზანოს რემონტი - აბაზანის მოწყობა და რემონტი, საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია. ბინის ან სახლის სხვა ნაწილებში, კოსმეტიკური რემონტის დაგეგმვა და განხორციელება, ყოველწლიურად შეგიძლიათ, თუმცა იგივე პრინციპი არ მოქმედებს აბაზანის რემონტისას და ამ შემთხვევაში ხარისხი პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ. შეეხება ეს აბაზანის სისტემებს, საშხაპე მოწყობილობებს, სააბაზანოს ავეჯს თუ სააბაზანოს აქსესუარებს.

 

5. საინჟინრო სისტემებზე - იაფფასიანი საინჟინრო მასალები დაუყოვნებლივ არ ვლინდება. როგორც წესი, ეს ხდება ყველაზე არასასურველ მომენტებში. ამიტომ ელექტროენერგიის, გაზის, კანალიზაციის, წყლის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებზე, თქვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ. ექსპერტები მოგვიწოდებენ, იმისათვის, რომ ძალიანაც არ დავიხარჯოთ, მაგრამ შედეგი გარანტირებული და უსაფრთხო იყოს, საინჟინრო მუშაობები აუცილებლად ვანდოთ პროფესიონალებს. პირველ რიგში, თქვენი უსაფრთხოება და კომფორტი დამოკიდებულია ყველა სისტემის ხარისხსა და საიმედოობაზე. დენცქვიტების ადგილმდებარეობა განსაზღვრეთ ჯერ კიდევ რემონტის დაგეგმვის დროს. ერთმა მოუხერხებელმა დენცქვიტამაც კი, შეიძლება მთელი სურათი გააფუჭოს.

 

6. ფანჯრებსა და კარებზე - ხარისხიანი კარ-ფანჯრები უზრუნველყოფენ, როგორც სახლის საიმედო სითბოს, ასევე ხმის იზოლაციას. მასალები თქვენი უპირტესობებისა და ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიეთ, მაგრამ ექსტრემალურ ფასდაკლებებსაც ნუ გამოეკიდებით - სტრუქტურების გადამუშავება შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდეთ. განსაკუთრებით ძალიან დახარჯვა არ ღირს იმ ფანჯრებზე, რომლებიც ავტომაგისტრალისკენ გადის, საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში სამმაგი მოჭიმული ფანჯარაა, ვენტილაციით. ასევე ნუ დაზოგავთ მათ შემადგენელ ნაწილებზე - სახელურებზე, საკინძებზე.

7. სანტექნიკაზე - ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. სანტექნიკის ყიდვისას, ჩვენ გრძელვადიან ინვესტიციას ვაკეთებთ, ჩვენ არ ვიძენთ მათ ერთი ან, ორი წლისთვის (როგორც მინიმუმ, მათი მოხმარების ვადა, რამდენიმე წელს უნდა მოიაზრებდეს) ხოლო დაზოგვა აქ ნამდვილად შეუსაბამოა. შეარჩიეთ საიმედო, კარგად დამკვიდრებული მწარმოებლები, რომელთა პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ შეგეპარებათ და შეიძინეთ მისი ხაზის ყველაზე ძვირადღირებული სანტექნიკა, რომელზეც კი ხელი მიგიწვდებათ. აბაზანისთვის ყველა განკუთვნილ მასალას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ მისაღებ ფასიანი და მით უმეტეს იაფია, სანტექნიკა გამოირჩევა სუსტი და მოკლევადიანი გამძლეობით - მაგალითად, ფაიენსი ფაიფურზე იაფია, მაგრამ ამავე დროს იგი უფრო რთულად იტანს ისეთ ზემოქმედებას, როგორიცაა მაგალითად დარტყმა. კიდევ ერთი ,,არ ღირს დაზოგვა“ - თუ თქვენ უჩვეულო ფორმის, უნიკალური დიზაინის ან განსაკუთრებული კონსტრუქციის სანტექნიკის შეძენა გსურთ, რაც თქვენს ინტერიერს ხაზს გაუსვამს, თქვენ ბუნებრივია უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე მასობრივი წარმოებლის პროდუქტისთვის, კლასიკური დიზაინით.

 

8. ავეჯზე - შეგიძლიათ დაზოგოთ ავეჯის ოდენობა, მაგრამ არა მისი ხარისხი. იაფ ნიმუშებში ხშირად გვხვდება ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ავსებენ მთელ სახლს და საკმაოდ უარყოფიტად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. უპირატესობა მიანიჭეთ დე ეს პეს ან ბუნებრივი ხისგან დამზადებულ ავეჯს. ისინი არ მოირყევა და არ დაიშლება. რაც შეეეხება ბავშვის ოთახისთვის განკუთვნილ ავეჯს, შეღავათიანი ფასის, მაგრამ პრაქტიკული ავეჯი შესაფერისი ვარიანტია: ბავშვები სწრაფად იზრდებიან, და მათ ოთახში სიტუაციისა და ავეჯის შეცვლა, იმაზე ხშირად მოგიწევთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოთახში.

 

თუ სახლის რემონტს დაგეგმავთ, მაღალი ხარისხის დეტალები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: გალერეა დემასი

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4784

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6774

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5222

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый