Добавление компании

როგორ ვთხოვოთ ხელი ჩვენს საყვარელ ადამიანს სახლის პირობებში?

6069

გქონდათ სხვადასხვა კრეატიული იდეები და დაგეგმეთ ხელის თხოვნა გაზაფხულზე, თუმცა არსებულმა გარემოებებმა ხელი შეგიშალათ და ახლა იძულებულები ხართ დარჩეთ შინ? ნუ ინერვიულებთ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, არ არის აუცილებელი ხელის თხოვნა გადაიფიქროთ, უბრალოდ მოიკრიბეთ ძალისხმევა და დაფიქრდით რა შეიძლება მოუწყოთ თქვენს საყვარელ ადამიანს სახლის პირობებში, არა ერთი იდეა არსებობს გთავაზობთ რამდენიმე მათგანას, რათა გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოთ.

მოუწყვეთ მას თქვენი მოგონებების სლაიდშოუ - რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული ვიდრე თქვენი ისტორიის ერთად გახსენება, შეარჩიეთ ძველი ფოტოები დაურთეთ მას თქვენთვის საყვარელი სიმღერა, მოთავსდით კომფორტულად, შეგიძლიათ სანთლებიც აანთოთ, ეს ნამდვილად შექმნის მყუდრო გარემოს.

 

მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძი - რადგან თქვენს საყვარელ რესტორანში წასვლას ვერ ახერხებთ, აიღეთ თქვენთვის საყვარელი კერძი მენიუდან მოუმზადეთ ის თქვენთვის საყვარელ ადამიანს ერთ ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად და ტკბილად გაიხსენეთ თქვენი ისტორიები ვახშმის ფონზე.

 

დაგეგმეთ ვირტუალური კოქტეილ წვეულება - გსურთ მეგობრების გარემოცვაში სთხოვოთ ხელი თქვენს მომავალ მეუღლეს და არსებული ვითარებიდან გამომდინარე იმედები გაგიცრუვდათ? ყურებს ნუ ჩამოყრით ეს ვირტუალურადაც შესაძლებელია და ბევრად უფრო ორიგინალური დამიჯერეთ, მოიწვიეთ უახლოესი მეგობრები ვიდეო ზარით, ყველასმ დაისხას მისთვის საყვარელი სასმელი და ამ ჟრიამულის ფონზე თქვენ შეგიძლიატ მეგობრების გარემოცვაში სთხოვოთ ხელი თქვენს საყვარელ ადამიანს.

 

„იმოგზაურეთ“ თქვენს საყვარელ ადგილას - ალბათ გექნებათ საყვარელი ქალაქი, ქვეყანა სადაც გსურთ მოგზაურობა, რადგან ახლა იქ გამგზავრება შეუძლებელია სახლშივე შეიქმენით ეს განწყობა, მელოდიის, კერძების, სასმლის, ოთახის ფერების დახმარებით და წარმოიდგინეთ რომ სწორედ თქვენთვის საყვარელ ქვეყანაში იმყოფებით.

 

შეგიძლიათ დაიქირაოთ ბენდი რათა სერენადა უმღეროთ თქვენს შეყვარებულს, სერენადის ფონზე ხელის თხოვნა ალბათ ყველაზე კლასიკური ხერხია, რადგან გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ უბრალოდ სახლში მოიწვიეთ ბენდი და შეიქმენით რომანტიკული განწყობა მათი დახმარებით, ეს ყველაფერი ონლაინ შესაძლებელია.

 

ვფიქრობ სახლის პირობებში ხელის თხოვნა ბევრად უფრო ორიგინალური იქნება ვიდრე ჩვეულად, მთავარია კრეატიულ იდეებს მოუყაროთ თავი, სხვა მხრივ ამის არა ერთი საშუალება არსებობს, აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4784

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6774

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5222

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый