Добавление компании

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამეგობრო წრეში ბოლო მარტოხელა ხართ

9392

ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვსწავლობთ, რომ „უკანასკნელი“ ადგილი არ არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო მუდმივად პირველ ადგილზე ყოფნა, თუმცა არც „უკანასკნელზე“ ყოფნაა გამართლებული.

 

ბუნებრივია, როდესაც მარტოხელა ადამიანი, თავის დაწყვილებულ მეგობრებზე "ეჭვიანობს". მუდმივად ეკითხება საკუთარ თავს, როგორ შეძლეს მისმა მეგობრებმა, ასე მარტივად ეპოვნათ მეორე ნახევრები და რატომაა ეს ამდენად რთული მისთვის.

 

მთავარია ასეთ გარემოში მოქცევა ვისწავლოთ, უპირველეს ყოვლისა არ უნდა ვიდარდოთ.

 

დარჩით პოზიტიურები, მთავარია იყოთ გულღია და მხიარულები, ისიამოვნოთ ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგჯერ დაყაროთ ფარხმალი, ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება სიყვარულის პოვნაში.

 

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი მეგობრები, შეგიძლიათ იმეგობროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ასევე მარტოხელები არიან და გექნებათ საერთო მისწრაფებები და ინტერესები. ეს, რა თმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა განერიდოთ ძველ მეგობრებს, რომლებიც კარგად გიცნობენ, მათთან ხომ დიდი ისტორია და სიყვარული გაკავშირებთ.

 

დატკბით ცხოვრებით და იმ რეალობით, რაც გაქვთ დღეს. 

 

ერთხელაც აუცილებლად შეხვდებით  საყვარელ ადამიანს, და თქვენი მეგობრები თქვენთან ერთად იზეიმებენ. დღეს კი დატკბით თავისუფლებით, ნაკლები პასუხისმგებლობებით და ბევრი თავგადასავლით, რომელსაც გვერდით სულაც არ სჭირდება მეორე ნახევარი.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый