Добавление компании

საქორწილო ტრადიციები, რომლებზეც შეგიძლიათ უარი თქვათ

9641

საქორწილო ტრადიციები ერთმანეთისგან ქვეყნის კულტურის მიხედვით განსხვავდებიან. საინტერესოა, რომელი ტრადიციების უგულებელყოფა არ იქნება დანაშაული და მეტიც, უფრო ხალისიან საქორწილო წვეულებას განაპირობებს.

 

 

ნიშნობის ბეჭედი ბრილიანტის თვლით.

 

      წარმოიდგინეთ, რომ ის ნერვიულობს, იღებს ყუთს, რომელშიც ბეჭედია მოთავსებული, ხსნის, დგება მუხლზე, იღებს ბრილიანტის ბეჭედს და ცოლობას სთავაზობს - ძალიან რომანტიკულია. ეს ყველაფერი იმდენჯერ არის ნაჩვენები ფილმებში, რომ ყველას დიდი ხნის ტრადიცია ჰგონია. სინამდვილეში, ეს ტრადიცია ას  წელზე ნაკლები ხნისაა.  ეს არის უდიდესი ბრილიანტის  კომპანიის წარმატებული მარკეტინგული სვლა.

       დარწმუნებული ხართ, რომ მოსახერხებელი იქნება ქორწილის შემდეგ ბრილიანტის ბეჭდის ტარება? იქნებ სრულიად განსხვავებული რაღაც გსურთ ?

  თუ ეს სიმბოლო თქვენთვის მნიშვნელოვანია და ბავშვობიდანვე ოცნებობდით, რა თქმა უნდა, უარი არ უნდა თქვათ  ამაზე. გახსოვდეთ, რომ ნიშნობის ბეჭედი შეგიძლიათ ისეთი შეარჩიოთ, როგორიც თქვენ მოგწონთ. შეიძლება ეს იყოს ფერადი ქვებით ან უბრალო, ყველანაირი გაფორმების გარეშე.

 

 

მხოლოდ თეთრი კაბა

 

      დიახ, ძალიან ხშირად ფილმებში და სატელევიზიო შოუებში ჩვენ მხოლოდ თეთრ საქორწილო კაბებს ვხედავთ. მაგრამ საქორწილო მოდა მოძრავი და ცვალებადია. თეთრი კაბის გარდა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერის სამოსი: ყვავილებით, მაქმანებით,  ნაქარგებითა და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საქორწილო კომბინიზონი ან  შარვალი. შეარჩიეთ  ფერი და სტილი, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმს გამოხატავს და არა ისეთი რომელიც, აუცილებლად ყველა პატარძალს უნდა ეცვას.

 

 

 ქორწილისთვის საუკეთესო დღე- შაბათი

 

  დიახ, ამ კონკრეტული დღის არჩევას პლუსები აქვს, მაგრამ შეამცირებთ ბიუჯეტს, თუ ზეიმს კვირის შუა რიცხვში გადაიტანთ. თუ სტუმრებს წინასწარ ეცოდინებათ თარიღი, მათ შეეძლებათ შვებულების აღება, რაც უკვე ორმაგი არდადეგებია.

 

 

სადღეგრძელო თითოეული სტუმრისგან

 

  არ არის აუცილებელი, რომ თითოეული სტუმარი გამოვიდეს საჯაროდ ან თქვას სადღეგრძელო. შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს საჯარო საუბარი და უხერხულად იგრძნოს თავი.თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ სადღეგრძელო თითოეული სუფრიდან, რომელსაც მხოლოდ ის სტუმრები იტყვიან, რომელთაც ეს სურთ და სხვების ნაცვლად მოგილოცავთ

 

 

დავჭრათ დიდი საქორწილო ტორტი

 

   ტორტის გამოჩენა საღამოს ბოლოს, ჩვეულებრივ,  ნათელ სპექტაკლად იქცა, რომელსაც ელოდებიან, როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები. მაგრამ ნუ შეუკვეთავთ დიდ ტორტს. ხშირად, სტუმრები  დიდხანს სადილობენ და  მხოლოდ სიმბოლურად მიირთმევენ ტორტის პატარა ნაჭერს, ზოგი კი საერთოდ არ აგემოვნებს.

 

 

საქორწილო თაიგული შესანიშნავი უნდა იყოს

   ქორწილში თაიგული ხშირად, მეჯვარეს ან შეყვარებულს უჭირავს, იმის გამო რომ საკმაოდ მოცულობითია, ცერემონიის ან ფოტოს გადაღების დროს მოუხერხებელია. თუ ოცნებობდით ფუმფულა თაიგულზე, აირჩიეთ იგი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მის  ნაცვლად ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მინიმალისტური თაიგული ან უჩვეულო ყვავილი.

 

   არ დაივიწყოთ ყველა ტრადიცია. მაგრამ შეარჩიეთ ის, რომელიც  ახლოსაა თქვენთან და გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახიც. დაიმახსოვრეთ არსი და ნუ შეგეშინდებათ რაღაც ახლის წამოწყება.

 

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4796

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый