Добавление компании

როგორ შევარჩიოთ ტრენდული საქორწილო  პიჯაკი?

7145

ქორწინება მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დღესთან დაკავშირებით წყვილს უამრავი საზრუნავი აქვს, მათ შორის სამოსის საკითხი. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ქალბატონები აქტიურობენ, თუმცა მამაკაცის საქორწილო ჩაცმულობის არჩევაც არ არის მარტივი.

 

ქალები, როგორც წესი, საქორწინო კაბას ძალიან ფრთხილად ირჩევენ, რადგან ისინი ამაზე თითქმის მთელი ცხოვრება ოცნებობენ. მამაკაცები კი ამ საქმეს უფრო ადვილად ართმევენ თავს. მაგრამ არსებობს მთელი რიგი წესები, რომელთაც საქორწილო სამოსის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

 

როგორ ავირჩიოთ საქმროს პიჯაკი?

ყველაზე გავრცელებული ვარიანტი კლასიკური პიჯაკია.

 

კლასიკური პიკაჯი, მართალია, კარგია, მაგრამ ქორწილის ზოგიერთ სტილში, ის უბრალოდ შეუფერებელი იქნება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ არატრადიციული ვარიანტი და შეუსაბამოთ ის თქვენს ხასიათს, ქორწილის სტილს, პატარძლის ჩაცმულობას და თუ ქორწილი თანამედროვე, ხალისიანია მაშინ თამამად შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერადი ქსოვილის კოსწიუმები ან პერანგები

 

დღევანდელი მოდური ეკო სტილის  ქორწილები მოითხოვს ბუნებრივი ქსოვილების გამოსახულებას მშვიდ  ფერებში.

 

ყოველდღიური სტილის მოყვარულებს შეუძლიათ აირჩიონ პიჯაკი ყოველღიურ სტილში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია - არ დაივიწყოთ ჰალსტუხი, ის საზეიმო განწყობას შექმნის.

 

კლასიკურიც, ქეჟუალ ან ფერადი კოსწიუმიც შეიძლება გაახალისოთ ფერადი აქსესუარებით. მთავარია ის გადატვირთული არ იყოს და შეეფერებოდეს ზოგად სტილს.

 

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый