თუ ქორწილს შემოდგომაზე გეგმავ და ჯერ არ შეგირჩევიათ სივრცე, სადაც საქორწილო წვეულებასა და ხელის მოწერის ცერემონიალს გადაიხდით, მაშინ ჩვენი დღევანდელი ფოტოკოლაჟი, საბოლოოდ დაგარწმუნებთ, გადაიხადოთ ქორწილი იქ, სადაც შემოდგომა ყველაზე გასაოცარია.
ბოლო პერიოდში ქორწილის წვეულების დაგეგმვა საღვინე სახლებსა და ვენახებში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. თანდათან კი ტრენდი აქტუალური გახდა საქართველოში, რაც არც თუ ისე გასაკვირია. მეღვინეობის ყველაზე დიდი რეგიონი - კახეთი, თვალუწვდენელი ვენახებით და უამრავი მეღვინეობით, თქვენი ქორწილისთვის მრავალფეროვან და ესტეთიურად განსხვავებულ გარემოს გთავაზობთ.
ქორწილი მეღვინეობაში, ერთნაირად იხდენს განსხვავებულ საქორწილო სტილებს - იდეალურად ეხამება ვინტაჟურ სტილს, ორიგინალურად კლასიკურს, ბუნებრივად ტრადიციულს და არაორდინარულად შემოდგომისთვის ყველაზე შესაფერის სტილს - ბოჰოს.
ამ ტიპის ქორწილების და სივრცეების ორიგინალურობაში დასარწმუნებლად, გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებიან.
Комментарии