Добавление компании

თაფლობის თვე სახლში: 9 საშუალება იმისათვის რომ ის ჯადოსნურად გაატაროთ

4987

თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ იქორწინოთ 2020-ში… ეს, დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ თაფლობის თვე, ან გადაიდება, ან აღარ იქნება. ვწუხვართ! მაგრამ არის კარგი ამბავიც - თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თაფლობის თვის ,,რეპეტიცია“ საკუთარ სახლში. ჩვენ გთავაზობთ რომანტიკის გრადუსის ამაღლებას და ჩვენი რჩევების გათვალისწინებას.

 

 

  1. თემატური საღამო

დიახ, საზღვარგარეთ წასვლა არ გამოვიდა, მაგრამ თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა უნდა მივიდეს მუჰამედთან! თუ თქვენ გსურდათ მაგალითად, იტალიაში გამგზავრება, გადაკიდეთ აივანზე ვაზი, შეიძინეთ ღვინო, შეუკვეთეთ პასტა და პიცა, ჩართეთ იტალიური მუსიკა და დატკბით მზის ჩასვლით გემრიელ იტალიურ ვახშამთან ერთად, შემდეგ კი იცეკვეთ სანთლის შუქზე შუა ღამემდე. არ გამოგივიდათ მექსიკაში გამგზავრება? მაშინ დადგით ეზოში გასაბერი ბასეინი, კოქტეილებს შეურიეთ რომი, შეიმოსეთ ჭრელი სამოსითა და საცურაო კოსტიუმებით, გაიკეთეთ ყვავილების ყელსაბამი, დაიფარეთ ჩალის ქუდი, ან ნამდვილი სომბრერო და გაერთეთ ლათინოამერიკული რითმების ქვეშ.

ცოტაოდენი ფანტაზია და თქვენ შეგიძლიათ აავსოთ ბინა, კერძო სახლი თუ აგარაკი იმ ქვეყნის კოლორიტებით, სადაც გამგზავრება გსურდათ. სივრცის გარდაქმნის შემოქმედებითი პროცესი ძალზედ დაგაახლოვებთ და გაჩუქებთ ახალ ემოციებს.

 

 

  1. ონლაინ ექსკურსიები მსოფლიოს მუზეუმებში

ამ უცნაურმა 2020 წელმა გვაჩუქა უპრეცედენტო საშუალება გვემოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში. საუკეთესო საგამოფენო დარბაზებისა და ცნობილი ღირშესანიშნაობების ონლაინ ტურები თქვენს სახლში ყოფნას გაახალისებს. უდავო უპირატესობები ნამდვილ ექსკურსიებთან შედარებით: არ დაიღლებით, არ გეტკინებათ ფეხები ბევრი სიარულისგან, არ მოგიწევთ რიგებში დგომა, იმისათვის რომ ახლოდან დაათვალიეროთ სასურველი შედევრი. თქვენ შეძლებთ ეწვიოთ ნებისმიერ გამოფენას ჭიქა ღვინით ხელში.

 

 

  1. დეგუსტაცია სახლში

ნებისმიერი მოგზაურობისას ადამიანები აგემოვნებენ ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს, ზოგიც კი, სპეციალურად ირჩევს გასტროტურებს, ისინი ღირშესანიშნაობებს ამჯობინებენ საუკეთესო რესტორნებსა და კაფეებს. მოაწყეთ ასეთი კულინარიული ტრადიციების მოგზაურობა სახლიდან გაუსვლელად. გაეცანით და მოამზადეთ სხვადასხვა ქვეყნების ავთენტური კერძები. ღვინის დეგუსტაცია ასევე შესანიშნავი საშუალებაა რომანტიკული დღეების გასაფერადებლად.

 

 

  1. ონლაინ მასტერ-კლასები

ძალიან სახალისოა, როდესაც ერთად აკეთებთ რაიმეს. სულ უმნიშვნელო საქმეც კი, რომანტიკულ იერს იძენს. ახლა ქსელში ხელმისაწვდომია უამრავი მასტერ-კლასი სხვადასხვა სფეროებში: კულინარია, ხელოვნება, ჰენდმეიდი, ხატვა, ფოტოგრაფია… აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საქმიანობა და გაატარეთ საღამო რაიმე ახლის შექმნაში ერთად. თქვენი შემოქმედება კი დაგრჩებათ სამახსოვროდ.

 

 

  1. სახლი სასტუმრო

გიყვართ სასტუმროში დარჩენა? მართალია სასტუმროს ნომრებში ნამდვილად არის განსაკუთრებული რომანტიკული გარემო, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ შექმნათ ასეთი გარემო საკუთარ საძინებელ ოთახშიც. შეიძინეთ ხარისხიანი და ლამაზი თეთრეული, სერვირების პატარა დაფა საუზმის მისართმევად, ლამაზი ჭურჭელი ერთ სტილში და ფუმფულა თეთრი პირსახოცები. შეავსეთ მინიბარი მაცივარში სასმელებით, გადმოწერეთ საყვარელი ფილმი. შეუკვეთეთ ორი წყვილი ხალათი და ჩუსტები სასურველი ნაქარგით. არ დაგავიწყდეთ თქვენი სასტუმროს სახელის მოფიქრებაც.

 

 

  1. სპა სალონი სახლში

ყველა სახის მოსადუნებელი მასაჟი, აბაზანა ქაფით, სანთლები, არომატული მარილები და ზეთები, ლაუნჯ-მუსიკა დაგეხმარებათ თქვენი აბაზანა სპა-სალონად აქციოთ, ყველა სპექტრის მომსახურებით სილამაზისთვისა და რელაქსაციისთვის. გაანებივრეთ თქვენი მეორე ნახევარი სასიამოვნო მასაჟით, ერთად გაიკეთეთ სახის ნიღაბი, სცადეთ მედიტაცია. გაიხსენით ახალი ერთობლივი გამოცდილებისათვის, ეს გახდის თქვენს ურთიერთობას მეტად მჭიდროსა და სანდომიანს.

 

 

  1. კემპინგი წყვილისთვის

გაქვთ კარავი? გაშალეთ ის ოთახში, ტელევიზორის წინ, ჩართეთ ბუნების ხმები სასიამოვნო სურათის თანხლებით. როდესაც წევხარ კარავში, ხედავ მხოლოდ გარემოს მცირე ნაწილს. დაწექით შიგნით, ჩართეთ წარმოსახვა და ისაუბრეთ ყველაფერზე, რაც კი მოგესურვებათ.

 

  1. VIP სანაპირო

იდეალურია თუ კი თქვენ ცხოვრობთ კერძო სახლში და გაქვთ საშუალება ტერიტორიაზე განათავსოთ გასაბერი აუზი, შეზლონგი, ქოლგა, ან უბრალოდ გაშალოთ პლედი და ინებივროთ მზეზე, გემრიელი კოქტეილის წრუპვით. თუ თქვენ ბინაში ცხოვრობთ, ამ შემთხვევაშიც არის გამოსავალი. შეგიძლიათ სანაპირო მოაწყოთ თქვენს აივანზეც კი, მთავარია - სწორი ატმოსფერო და ცოტაოდენი ფანტაზია.

 

  1. ავტოტრიპი

ვინ თქვა რომ მოგზაურობა აუცილებლად შორ გზაზე უნდა იყოს, თქვენ გყავთ მანქანა - გასწიეთ წინ და აღმოაჩინეთ ახალი ლამაზი ადგილები თქვენს ქალაქსა თუ  მის სიახლოვეს. აყვავებული მდელოები, მწვანე ტყეები, მდინარეები, ტბები, კლდეები თუ მთები - ბუნების ნებისმიერი კუთხე თავისებურად მიმზიდველი და არაჩვეულებრივია.

 

 

ავტორი: ნინო ცქვიტინიძე


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый