Добавление компании

აღვნიშნოთ თუ არა ქორწინების წლისთავი ?

25660

ცალსახა პასუხია-დიახ!

 ეს არა მხოლოდ საჩუქრების გაცემისა და მიღების დღეა, არამედ  საწყის წერტილთან დაბრუნების .  წლისთავს, იქნება ეს დაბადების დღის, ნათლობის თუ ქორწინების,  საკრალური მნიშვნელობა აქვს. ეს კიდევ ერთი შანსია წარსულში მიხედვის, დაფიქრების, გაანალიზების, და საკუთარი თავისა და ქცევის  სამომავლო კორექტირების. 

ვიცი,ძვირფასო მკითხველო, რომ wedder-ზე პასუხებს. გამზადებულ რჩევებს, და რეკომენდაციებს ეძებ,  მაგრამ ჩემი  ბლოგი დღეს კითხვის ნიშნებით  იქნება სავსე. მინდა კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ თქვენს გადაწყვეტილებას,შეაფასოთ საკუთარი თავი  ქორწინებაში, რას დაპირდით, რა შეასრულეთ ... 

 გაიხსენეთ ქორწინების დღის ემოციები,  მოვლენები, სიურპრიზები და ადამიანები. სად არიან ქორწილში დაპატიჟებული ადამიანები ახლა? რამდენად ხშირად ეკონტაქტებით მათ?  რამდენად გეხმარებიან და მხარს გიჭერენ დაქორწინების შემდეგ?

 ქორწინების დღეს ცხოვრების ერთად გატარების და ნათელი მომავლის შექმნის ფიციც დადეთ ალბათ.  და როგორ შეასრულეთ ეს დაპირება? როგორ გაატარეთ ეს წლები? რა შექმენით ერთად და ცალ-ცალკე,როგორ განვითარდით, რა წინააღმდეგობები შეგხვდათ და როგორ გადალახეთ? როგორ დაეხმარეთ თქვენს პარტნიორს მიზნების მიღწევაში ? როგორ განვითარდით როგორც წყვილი ? რამე ახალი საერთო ჰობი თუ შეიძინეთ ან საერთო მეგობრების წრე თუ გაფართოვდა?

ვიცი,  რჩევაც გინდათ დამტყუოთ ამ დღის ორიგინალურად აღსანიშნად და მე ისევ შეკითხვით გიპასუხებთ :

 რა გარემოში გირჩევნიათ თქვენს საყვარელ ადამიანთან ყოფნა? მყუდროდ, სანთლის შუქზე ვახშმის მირთმევა და განვლილი წლების განხილვა უფრო გესიამოვნებათ თუ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხმაურიანი წვეულების გამართვა?

თუ შვილები გყავთ, მათაც ჰკითხეთ აზრი. მეტიც, შეგიძლიათ შვილებიც ჩართოთ მზადების პროცესში ან წაიყვანოთ იმ ადგილას, სადაც პირველად შეხვდით თქვენს სიყვარულს ან სადაც ხელი სთხოვეთ/ხელი გთხოვეს.

არანაირი  მნიშვნელობა არა აქვს რამდენს დახარჯავთ, მთავარია ის ემოციები,რომელსაც გააზიარებთ.

 ეს დღე ძვირადღირებული საჩუქრებით ,,გამოძრომის’’ რუტინული რიტუალი კი არ არის, არამედ სხვა დღეების, წლების კულმინაციაა;   ერთგვარი შეჯამება  ქორწინების დღეს გაცემულ/მიღებულ დაპირებებთან თვალის გასასწორებლად.

 

 

 

ავტორი : თამთა ჯინჯოლავა


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый