Добавление компании

თუ ქორწილს პანდემიის პერიოდში გადაიხდით...

4309

თუ ქორწილს პანდემიის პერიოდში გადაიხდით ...

 

თუ ქორწილის გადახდას პანდემიის პერიოდში აპირებთ და შესაბამისად, იძულებული ხართ, სტუმრების სია 10-მდე შეამციროთ, გულს ნუ გაიტეხთ. ვიწრო წრეშიც შეიძლება ლამაზი და დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა, მით უმეტეს რომ wedder.ge  მზადაა რჩევებით უხვად მოგამარაგოთ.

შეარჩიეთ უსაფრთხო ლოკაცია

სტუმრების სიის შედგენისას, კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება ნამდვილად მოგიწევთ. დააზუსტეთ სად იმყოფებიან დასაპატიჟებელი ადამიანები და რა ტრანსპორტით შეეძლებათ თქვენ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე მოსვლა. ასევე, გასათვალისწინებელია კარანტინის პერიოდიც. თუ ყველა სტუმარი იმავე ქალაქში/სოფელში იმყოფება,სადაც თქვენ, მაშინ საქმე გაგიმარტივდებათ. ერთადერთი რაც მათ უნდა სთხოვოთ ისაა, რომ ქორწილის წინა პერიოდში  მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალი ადგილების სტუმრობას. რაც შეეხება ქორწილის ადგილის შერჩევას, თუ ეზოიანი სახლი გაქვთ, საკუთარ სახლში გამართული წვეულება  ყველაზე უსაფრთხოა, მაგრამ თუ ამის საშუალებას თქვენი სახლი არ იძლევა, მაშინ მაქსიმალურად გაშლილი სივრცე შეარჩიეთ. სააგარაკე სახლის დაქირავებაც შეგიძლიათ ან  საქორწინო კუთხის ზღვის სანაპიროზე მოწყობა.  

 

გაგზავნეთ ხელნაკეთი მოსაწვევები .

დიდი ქორწილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსაწვევის  დაბეჭდილი ვერსიების გაგზავნას გირჩევდით, მაგრამ როცა მხოლოდ 10 სტუმარზეა საუბარი, ინდივიდუალური მოსაწვევების დამზადება არ გაგიჭირდებათ. წარმოდიგინეთ, მათი გაოცება და სიხარული, როცა შაბლონური, ყველასთვის გათვლილი მოსაწვევის ტექსტის ნაცვლად პერსონალურ მოსაწვევებს მიიღებენ, სადაც ახსნით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან ისინი თქვენთვის და რას შესძენს მათთან ერთად ამ დღის აღნიშვნა თქვენს განწყობას. ეცადეთ, ბევრი დადებითი ემოცია ჩააქსოვით მოსაწვევში. კონვერტების გაფორმებაც შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ. შეარჩიეთ ლამაზი დიზაინი, მორთეთ ყვავილებით, აპკურეთ სუნამო, დახატეთ.

 

  შეადგინეთ მრალავფეროვანი მენიუ.

 

 დიდი ქორწილების შემთხვევაში საქორწილო მენიუ ხარჯების მნიშვნელოვან წილს იკავებს, პატარა ქორწილების დროს კი აქცენტი არა საკვების რაოდენობაზე, არამედ მრავალფეროვნებაზე კეთდება. როცა უახლოეს ადამიანებს იწვევთ, კარგად გეცოდინებათ მათი საყვარელი კერძები, ამიტომაც მენიუ მათი გახარების მიზნით შეადგინეთ. სტუმრების საყვარელი დესერტების მომზადებაც არ დაგავიწყდეთ!

 

  ლამაზი დეკორი აუცილებელია!

  დეკორი პატარა ქორწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დეკორმა უნდა შექმნას მყუდრო, მაგრამ მდიდრული გარემო. გამოიყენეთ ყვავილები, სურნელოვანი სანთლები, შეარჩიეთ განსაკუთრებული ჭურჭელი...

მოაწყვეთ გასართობი სივრცე.  

მცირერიცხოვან ქორწილში გასართობი სივრცეები სტუმრების ასაკსა და ინტერესებს შეგიძლიათ შეუსაბამოთ.  მოაწყვეთ სათამაშო სივრცე, მცირე ზომის საცეკვაო მოედანი, ღვინის სადეგუსტაციო ბარი, ,,სელფის’’ გადასაღები კუთხე და ა.შ.

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6788

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5238

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый