Добавление компании

საუკეთესო საქორწილო კაბები ფილმებიდან

4213

 

  ზოგი საქორწილო კაბა უბრალოდ ლამაზია, ზოგი კი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ხიბლავს ყველას განურჩევლად გემოვნებისა და ასაკისა.რეჟისორები,რომლებიც საქორწილო სცენას იღებენ,დიდ ყურადღებას აქცევენ კაბის დიზიანსა და სტილს.ქორწილის სცენა ათასჯერ მოსმენილი სიმღერასავით მონოტონური არ უნდა იყოს.  მცდელობების მიუხედავად,ეს ყველას არ გამოსდის.

www.wedder.ge  გთავაზობთ   საქორწილო კაბებს ფილმებიდან, რომელთა   სილამაზემ და ესთეტიკამ დროს გაუძლო. ამასთან, ათასობით პატარძლისთვის ინსპირაციის  წყარო გახდა.

  1. სარა ჯესიკა პარკერი ფილმიდან ,,სექსი დიდ ქალაქში’’  

ვივიენ ვესტვუდის მიერ შექმნილი ატლასის  გრანდიოზული კაბა კიდევ ერთი შეხსენება იყო მაყურებლისთვის,რომ კაბა ზოგჯერ მეტია,  ვიდრე უბრალოდ  კაბა და სარას პერსონაჟიც მეტია, ვიდრე უბრალოდ პატარძალი. გმირი მოდის ღვთაებად იყო აღიარებული და კაბაც შესაბამისი  უნდა შეერჩიათ და საბედნიეროდ,კარგადაც გამოუვიდათ.  სხვათაშორის, ეს კაბა მსახიობს გადაღებების დასრულების შემდეგ აჩუქეს.

 

 

  1. კეიტ ჰადსონი-,,პატარძლების ომი ‘’

საკურთხევლისკენ მიმავალი კეიტ ჰადსონს ვერა ვანგის ტიულის ულამაზესი კაბა ეცვა,რომელსაც სადა დეკოლტე ჰქონდა. ამ სცენაში მსახიობმა იმდენად მოიხდინა საპატარძლო კაბა,რომ გულგრილი არავინ დაუტოვებია.

 

  1. ჯენიფერ ლოპესი  ,,ურჩხული დედამთილი ‘’

ჯენიფერ ლოპესის ეს კაბა ნათელი დადასტურებაა იმისა,რომ კლასიკა მუდამ მოდურია. ერთი შეხედვით, მარტივი სილუეტის მქონე გრძელი თეთრი კაბა თეთრ ხელთათმანებთან ერთად ფილმის ნამდვილი ფეიერვერკია.

 

4.ჯენიფერ ლოურენსი-,,შიმშილის თამაშები’’

ფუტურისტული სტილის მქონე  ეს ლამაზი და საკმაოდ მძიმე კაბა ტიულითა და მეტალითაა შექმნილი. კაბის ყველაზე  თვალშისაცემი დეტალი ცალ მხარზე დამაგრებული მეტალის კონსტრუქციაა,რომლის გამოც კაბა არასდროს აგერევათ სხვებში.   

 

  1. ენ ჰეტევეი- პრინცესას დღიურები 2

 

ალბათ ცოტა ვინმე  გახსენდებათ პერსონაჟებიდან ასეთი დახვეწილი, სადა და ,ამავდროულად, პრინცესული.  სწორედ პრინცესული  კაბა მოირგო ენი ჰეტევეიმ ამ ფილმისთვის. საქორწილო კაბას ამშვენებდა უნაზესი ფატაც.

 

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый