Добавление компании

ქეთა თოფურია ლევ დენგოვზე დაქორწინდა: ქორწილის პირველი ფოტოები

5292

 34 წლის ქეთა თოფურიამ და 36 წლის ლევ დენგოვმა ოფიციალურად იქორწინეს. მომღერალმა სოციალურ ქსელ -Instagram-ის პირად გვერდზე ღონისძიების რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წყვილს მოკრძალებული საქორწილო ცერემონია ჰქონდა, რომელზეც დაპატიჟებული მხოლოდ წყვილის ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ.

ახლადდაქორწინებულები სულ მალე მშობლები გახდებიან. თუ სურათებზე წარწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, ქეთამ და ლევმა 20 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

წყვილის რომანის შესახებ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ქეთამ და ლევმა მათი ურთიერთობა ოქტომბრის თვეში გაამხილეს, მაშინ მომღერალმა პირველად გამოაქვეყნა ფოტო ახალ შეყვარებულთან ერთად. რამდენიმე თვის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა მომღერალს ხელი სთხოვა. მათი თქმით ქორწილის აღნიშვნა ბავშვის ქვეყნად მოვლენის შემდეგ სურდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ლოდინი არ არჩიეს.

30 ოქტომბერს ქეთამ დაადასტურა, რომ მალე დედა მეორედ გახდებოდა. ინსაიდერების თქმით ქეთა ბიჭს ელოდება.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6790

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5241

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый