Добавление компании

რა სახის გრავიურა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს საქორწილო ბეჭდებზე? იყავი განსხვავებული

4018

  კიდევ ერთი საშუალება რომ თქვენს ქორწილსა და  ბეჭდებს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა მიანიჭოთ.

სისადავე, გამორჩეულობა, ინდივიდუალურობა - ბოლო წლების მთავარი ტრენდებია. და, თუ კი თქვენ გიყვართ თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ხასიათის გამოხატვა ქორწილის დეკორის, მუსიკის, მენიუსა და ლუქის მეშვეობით, სავსებით შესაძლებელია მოინდომოთ თქვენი წყვილის ინდივიდუალიზმის გამოხატვა სულ სხვა კუთხით - ორიგინალური და პერსონალური გრავიურა თქვენს საქორწილო ბეჭდებზე.

ყველაზე ხშირად ბეჭდების შიდა მხარეს წერენ სახელებს, ქორწილის ან გაცნობის დღის თარიღს, ან კიდევ ისეთ, ყველასათვის ცნობილ რომანტიკულ ფრაზებს, როგორებიცაა - I love you ან Together forever. ასეთ კლასიკაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ თქვენ ხაზს ინდივიდუალიზმს უსვამთ ყველაფერში და ყოველთვის, დიდი ალბათობით თქვენ რაიმე უფრო საინტერესო და განსხვავებული გრავიურა გენდომებათ. ჩვენს სტატიაში შევეცდებით სწორედ ის განსხვავებული იდეები შემოგთავაზოთ.

მაგალითად :

  • თქვენი ბავშვობის მეტსახელები;
  • ის პირველი ფრაზა, რომლითაც დაიწყო თქვენი ურთიერთობა;
  • თქვენი პირველი შეხვედრის/ხელის თხოვნის გეოგრაფიული კოორდინატები;
  • თქვენი ფიცის, რომელიმე ლამაზი ფრაზა;
  • ის სახელები, რომლითაც პირველად ჩაწერეთ ერთმანეთი მობილურ ტელეფონებში;
  • იმ სიმღერის სიტყვები, რომელიც ჟღერდა თქვენთვის მნიშვნელოვან მომენტში (გაცნობის, პირველი კოცნის და ა.შ.);
  • სიტყვები იმ ფილმიდან, რომელსაც ერთად პირველად უყურეთ;
  • თარიღი, როდესაც ერთმანეთს სიყვარული აუხსენით;
  • თქვენი საერთო გვარი.

ძალიან მარტივი ხერხი, თუ როგორ გახადოთ თქვენი გრავიურა განსაკუთრებული არის - შეინახოთ ის ყველასგან საიდუმლოდ, როგორც მაგალითად იქცევა დედოფალი ელიზაბეთ II. ცნობილია, რომ მის საქორწილო ბეჭედზე, რომელსაც ის პრინც ფილიპთან ქორწილის დღიან მოუხსნელად ატარებს, აქვს გრავიურა, მაგრამ კონკრეტულად რა აწერია მას, არავინ იცის. უფრო სწორად, იცის მხოლოდ სამმა ადამიანმა: თვითონ ელიზაბეთმა, ფილიპმა და იმ ადამიანმა, რომელმაც გააკეთა გრავიურა.

სიტყვების გარეშე:

  • სიმბოლური ნახატი;
  • თითის ანაბეჭდი;
  • თქვენი მონოგრამა;
  • თქვენი საყვარელი ემოჯი.

ლეგენდარული ფრაზები ფილმებიდან:

  • After all this time? Always (სნეიპი ლილიზე ,,ჰარი პოტერში“);
  • I love you. I know (ლეა და ჰან სოლო ,,ვარსკვლავურ ომებში“);
  • Moon of my life. My sun and stars (დეიენრისი და დროგო ,,სამეფო კარის თამაშებში“).

Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый