Добавление компании

გავიხსენოთ დიანა სპენსერისა და პრინც ჩარლზის ლეგენდარული ქორწილი

3502

  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გრანდიოზული ღონისძიება, 39 წლის წინ შედგა.

ცისფერი სისხლის წარმომადგენლები, მართლაც რომ სამეფო მასშტაბით დაქორწინდნენ. 1980-ანი წლების ლეგენდარული ქორწილი, მრავალი წლის სამაგალითო ღონისძიებად იქცა. მოდით, გავიხსენით ეს შთამბეჭდავი ღონისძიება და მისი დეტალები, რომელიც უამრავი ადამიანის შთაგონებად იქცა.

ნიშნობა

პრინცმა ლედი დიანას, ხელი ნახევარ წლიანი ურთიერთობის შემდეგ სთხოვა. ნიშნობა არ გაუხმაურებიათ, მაგრამ 1981 წლის თებერვალში, დიანა ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა, რომელიც 14 ბრილიანტისა და დიდი საფირონისგან შედგებოდა. ბეჭდის ღირებულება 30 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო. მარტში კი წყვილმა დაქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხა.

ცერემონია

 პრინც უელსისა და დიანა სპენსერის ქორწილი, მართლაც რომ სამართლიანად ითვლება საუკუნის ქორწილად: ღონისძიება სამეფოს 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, და მასზე იყო ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება იოცნებოს პატარძალმა. მომზადებამ 5 თვე დაიკავა, ქორწილი 1981 წლის 29 ივლის შედგა, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, თუმცა, როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრები, ვესტმინსტერის სააბატოში ქორწინდებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იყო იმაში, რომ სააბატოში 3500 სტუმარზე მეტის განთავსება შეუძლებელი იყო.


ცერემონიას სამეფო ევროპული ოჯახების წარმომადგენლები და დიდგვაროვანი ლორდები ესწრებოდნენ. ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც ოცნებობდნენ სამეფო დღესასწაული ენახათ, ნეფესა და პატარძალს ლონდონის ქუჩებში ელოდებოდნენ, ტელე-ტრანსლაციას კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. პატარძალი ცერემონიაზე მამასთან - ერლ სპენსერთან ერთად მივიდა. ცერემონიის შემდეგ ახლადდაქორწინებულები ღია, ოთხადგილიანი კარეტით გადაადგილდებოდნენ ქუჩებში და გარეთ მყოფ საზოგადოებას ესალმებოდნენ.

სადღესასწაულო ვახშამი

 სადღესასწაულო ნაწილი ბუკინგემის სასახლეში გაიმართა - ეს იყო დიდებული მიღება 120 პერსონაზე. სადღესასწაულო ვახშმისთვის 27 არაჩვეულებრივი ტორტი მომზადდა, მთავარი კი, რომელიც 5 იარუსისგან შედგებოდა, წყვილს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტმა უსაჩუქრა.

ეს არაჩვეულებრივი დესერტი ორ ეგზემპლარში იყო შესრულებული, მის მოსამზადებლად კი დაახლოებით 14 კვირა გახდა საჭირო. საქორწილო სუვენირის სახით, სტუმრებმა ტორტის თითო ნაჭრები, ნაცრისფერი სასაჩუქრე ყუთებით მიიღეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი, ეს ნაჭრები, რომლებიც შესანიშნავად შენარჩუნდა კონიაკის წყალობით, არაერთხელ გაიყიდა ზღაპრულ ფასად.

პატარძლის სამოსი

 ლედი დის საქორწილო კაბა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის ყველაზე განთქმული საქორწილო სამოსია. პრინცესას კაბა, დიზაინერების - ელისაბედ და დევიდ ემანუელების შექმნილია. ცოლ-ქმარი დიანას კაბაზე დღე და ღამე შრომობდა, მასზე რამდენიმე ათეული მეტრი ნაჭერი და 10 ათასი მარგალიტი დაიხარჯა. ეს სამოსი ისტორიაში შევიდა, როგორც კაბა, ყველაზე გრძელი შლეიფით: მისი სიგრძე 25 ფუტს შეადგენდა (7,6 მეტრს). კაბა იკერებოდა ნაწილ-ნაწილ 6 სხვადასხვა ფაბრიკაში, მთლიანად კი უკვე ატელიეში ააწყეს. კაბის ზედა ნაწილი პაწაწინა ბრილიანტებით მორთეს, თავზე კი პრინცესას XVIII საუკუნის უძვირფასესი ტიადარა ეხურა.


იმ დროს კაბის ღირებულება 9 ათასი ფუნტ სტერლინგით ფასდებოდა, დღეს - დაახლოებით 25 ათასი ფუნტ სტერლინგით. ცნობილია, რომ ყოველი შემთხვევისთვის დიზაინერებმა კაბის კიდევ ორი კოპია შექმნეს, რომლებიც ლონდონის მუზეუმში - მადამ ტიუსოში ინახება. ორიგინალი კი სპენსერების საგვარეულოს მფლობელობაში იმყოფება.


დიანას უზარმაზარი კაბის ქვეშ, ფეხსაცმელი ფაქტიურად არ ჩანდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრინცესას ფეხსაცმელი გასაოცრად ლამაზი იყო - აბრეშუმის, სპილოსძვლისფერი და 132 მარგალიტით გაფორმებული. ფეხსაცმლის ძირებზე პატარძლისა და საქმროს სახელების პირველი ასოები C (Charles) და D (Diana) იყო ამოტვიფრული.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6781

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый