პროდუქტები
სასტუმრო LM CLUB HOTEL მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მოედნიდან 200 მეტრში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს 4* ბუტიკ სასტუმროს, რომელიც შედგება 13 ნომრისგან. სასტუმროს აქვს 3 ერთადგილიანი (SNGL), 3 ორადგილიანი (ცალ-ცალკე საწოლით TWIN), 7 ორადგილიანი (DBL king size) ნომრები.
სასტუმრო LM CLUB HOTEL -ის უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით და საკუთარი საჩოგბურთო კორტებით. სასტუმრო LM CLUB HOTEL ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეტრო სადგური “მარჯანიშვილი” სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 10 წუთს საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 25 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს და თბილისის მთავარ ბიზნეს უბანში, ამდენად იგი იდეალურია საქმიანი და აქტიური დასვენების მოყვარული ადამიანებისათვის.
Полностью
Бронирование