ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის 2021 წლის პატარძალი ერთდროულად ნაზიცაა და ძლიერიც; დახვეწილიც და თავქარიანიაც; მკაცრიცაა და ლმობიერიც... ფერები კი ნამდვილი დღესასწაულია.კოლექციაში თეთრთან ერთად გამოყენებულია ქვიშისფერი,კრემისფერი, ღია ვარდისფერი,ნაცრისფერი. ზოგ კაბაში ფერი მთელი სიმძაფრითაა გამოკვეთილი, ზოგან კი რბილი გადასვლებით.
სილუეტი ზოგან კარგად გამოკვეთს ქალის სხეულს, ზოგან კი ასიმეტრიულ ჭრებშია დამალული.
ამ კოლექციაში არის სითბოც და იდუმალებაც. ზუჰაირის პატარძალიც ასეთია...მომაჯადოებელი და იდუმალებით სავსე, რომელიც ახალი თავგადასავლისკენ გიწვევს...
სრული კოლექცია იხილეთ :
ყველაზე წაკითხვადი
კომენტარები