პროდუქტები
ამბასადორი თბილისის ისტორია 2004 წლიდან იწყება. თბილისის გულში, ქალაქის ძალიან ლამაზ ისტორიულ უბანში, გაიხსნა ახალი რესტორანი. რესტორანიდან მშვენივრად ჩანდა ძველი ქალაქის განსაცვიფრებელი ხედები, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. "ამბასადორიდან" ნახული ხედები განსაკუთრებით მიმზიდველი იყო ტურისტებისთვის, რაც რესტორნის ნაცვლად სასტუმროს აშენების გადაწყვეტილების მთავარი წინაპირობა გახდა. დასაწყისში აშენდა 7 ოთახიანი სასტუმრო.
იგი თანდათანობით ადგილობრივებისთვის თბილისში გამოჩენილ ადგილად იქცა, ხოლო ამავე დროს უცხოელებისთვის ეს ვიზიტი ძალიან მიმზიდველი და კომფორტული იყო. ამბასადორის ადგილმდებარეობა, ხედები და ინტერიერი მათთვის მოგზაურობას თბილისში დაუვიწყარს ხდიდა.
უფრო მეტი ოთახის მოთხოვნა დღითიდღე მატულობდა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ 2013 წელს გადაწყდა ახალი შენობის დამატება.
იტალიელი არქიტექტორების და დიზაინერების პროექტის თანახმად, ძველი "ამბასადორის" გვერდით, თბილისის ისტორიულ ადგილას, გადაწყდა მაღალი კლასის სასტუმროს აშენება.
ვიმედოვნებთ, რომ ახალი ამბასადორის სასტუმრო, სადაც განთავსებულია 121 ოთახი, ულამაზესი ტერასებით, შესანიშნავი ხედებით, კომფორტული ოთახებითა და მაღალი კლასის მომსახურებით, დაუვიწყარ გამოცდილებას შექმნის სტუმრებისთვის და სასტუმროს ბარები და რესტორნები გახდება ისეთივე ცნობილი, როგორც დასაწყისში პირველი რესტორანი.
ვრცლად
დაჯავშნა