სასტუმრო ქისი ახლახანს შეუერთდა თბილისი ულამაზესი სასტუმროების კოლექციას. ის მდებარეობს უძველესი ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც პოპულარული "თბილისის წრიული გზის" ნაწილია. სასტუმრო ქისს აქვს ყველაზე უნიკალური ადგილი ძველი ქალაქის სხვა სასტუმროებს შორის. ის მდებარეობს გზის იმ ნაწილზე, რომელიც "თბილისის წრიული ბილიკის" პოპულარი ნაწილია, მიდის XVII საუკუნის ბოტანიკურ ბაღამდე, VII საუკუნის ციხე-სიმაგრემდე და უძველეს ჯუმას მეჩეთთან. ტრადიციული, თვალწარმტაცი და ფოტოგენური ფასადის და თანამედროვე ობიექტების კომბინაციით, სასტუმრო ქისი, თბილისის ძველი ნაწილებიდან, რესტორნებიდან, კაფეებიდან, ბარებიდან, სუვენირის მაღაზიებიდან, ღვინის მაღაზიებიდან და ისტორიული გოგირდის აბანოებიდან 5 წუთის სავალზეა.
სასტუმრო ქისის უნიკალური ადგილმდებარეობა ჩვენი სტუმრებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და შენობა მშვენიერ ოჯახურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია თავი იგრძნოს სახლში. თითქმის ყველა ჩვენს ოთახს აქვს პატარა ეზო, აივანი ან ტერასა ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედით.
ჩვენი მეგობრული პერსონალი სამ ენაზე საუბრობს და მზად არიან ნებისმიერ დროს გაუწიონ მომხმარებელს დახმარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა თავი სახლში იგრძნონ.
დამატებითი მომსახურება
- საჭიროების შემთხვევაში - ავიაკომპანიის, სარკინიგზო და საზღვაო ბილეთების დაჯავშნა რესტორანის, ბარის და გოგირდის აბანოების დაჯავშნა
- ღვინის დაგემოვნება
- ღვინის ტური კახეთში
- საქართველოს ღირსშესანიშნაობების ტურები
- ტაქსის მომსახურება
- ტრანსფერი თბილისი აეროპორტიდან და უკან
- სხვა მომსახურება სტუმრის მოთხოვნით