ჩვენ შესახებ
როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი ქორწილი? რამდენად შესაძლებელია, რომ ის ზუსტად ისეთი იყოს, როგორზეც ოცნებობთ? იდეალური გარემო, იდეალური დეკორი, მუსიკა, კაბა, ფეხსაცმელი, ტორტი და ათასი სხვა წვრილმანი დეტალი, რომელმაც მთლიანობაში, თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღე უნდა შექმნას? შეძლებს მხოლოდ ორგანიზატორი ყველაფრის გათვალისწინებას და იმ სურათის შექმნას, როგორზეც ოცნებობთ?
Wedder.ge კატალოგია, რომლის საშუალებითაც ქორწილის დაგეგმვა, შინიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ონლაინ კატალოგში შეგიძლიათ შეარჩიოთ ლოკაცია, დეკორაცია, საქორწილო სამოსი და ფეხსაცმელი, ბეჭდები, სამკაული, თაიგული, სილამაზის სალონი, მოსაწვევები; იპოვოთ საუკეთესო ფოტო და ვიდეოგრაფი. შეუკვეთოთ სასურველი ტორტი, ღვინო და შეარჩიოთ სამოგზაურო პაკეტი, ტურ-ოპერატორებისთვის განკუთვნილ არეალში. შეადაროთ ფასები და დაგეგმოთ ბიუჯეტი.
დროის ეფექტურად ხარჯვისა და არჩევანის მრავალფეროვნების გარდა, Wedder.ge-ს განსაკუთრებული ხიბლიც სწორედ ისაა, რომ დაუვიწყარი წვეულების დაგეგმვა წყვილს თავადაც შეუძლია და პროცესის მინდობა, ორგანიზატორზე აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ვინაიდან Wedder.ge მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის, ინფორმაციული შუამავალია, საიტზე ხშირად განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინტერვიუები და ვლოგები. ისინი ვრცლად მოგიყვებიან, საქორწილო პროცესში მათი წილი საქმიანობის შესახებ.