ბრენდი „ბეკო“ არის კორპორაცია „Koc Holding”-ის შემადგენელი ნაწილი. ბეკოს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყიდება 1990 წლიდან. კომპანია აწარმოებს, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ სპექტრს და შედის ევროპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში.ბეკო“–ს ბრენდმა მალე მიაღწია წარმატებას საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, რაც განაპირობა კომპანიის მიერ დასახულმა სწორმა სტრატეგიამ და პრიორიტეტებმა, როგორიცაა: საუკეთესო ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, შეძენილი პროდუქტის ადგილზე უფასოდ მიტანა და მონტაჟი, ტექნიკურად აღჭურვილი და გამართული სერვის ცენტრი, გარანტია და გარანტიის შემდგომი მომსახურება, თითოეული მომხმარებლის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება და მათი ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
ვრცლად
დაჯავშნა