Добавление компании

როგორია დაქორწინებულთა საშუალო ასაკი საქართველოში, წლების მიხედვით?

6235

დაქორწინებულთა საშუალო ასაკი საქართველოში წლების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის კვლევა, საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ, თუ როგორ გამოიყურება, საქართველოში დაქორწინებულთა საშუალო ასაკის შესახებ მონაცემები. ეს მონაცემები 1994 წლიდან 2019 წლამდე არსებულ დინამიკას ასახავს. საინტერესოა, როგორია ეს დინამიკა, აღმავლობით ხასიათდება, თუ დაღმავლობით?

 

1994-1996 წლების სურათი იგივეა, დაქორწინებულ მამაკაცთა საშუალო ასაკი 27 წელია, ქალთა საშუალო ასაკი - 23 წელი.

 

1997-1999 წლებში, ეს მაჩვენებელი მამაკაცთა შემთხვევაში 28 წელია, ქალბატონთა შემთხვევაში - კი 24- 25. ქალბატონთა შემთხვევაში, იგივე დინამიკა ნარჩუნდება 2000- 2002 წლებში, მამაკაცთა შემთხვევაში კი, სურათი 2001 წლიდან იცვლება - 2001- 2002 წლებში დაქორწინებულ მამაკაცთა საშუალო ასაკი 29-ს აღწევს.

 

2003-დან 2009 წლამდე ქალთა ქორწინების საშუალო ასაკი მყარად 25 წელია, მამაკაცთა შემთხვევაში კი მყარად 29 წელი.

 

დაქორწინებულთა საშუალო ასაკის აღმავლობის ტენდენცია დასტურდება 2010-2013 წლების მონაცემებით. ამ წლებში დაქორწინებულ მამაკაცთა საშუალო ასაკი 30-ს აღწევს, ქალბატონთა საშუალო ასაკი კი 26-27 წელს უტოლდება.

 

აღმავლობის ტენდენცია ნარჩუნდება მომდევნო წლებშიც - 2014-დან 2017-მდე, დაქორწინებულ მამაკაცთა საშუალო ასაკი 31- მდე იზრდება, ქალბატონთა ასაკი კი 28 წლამდე.

 

უკანასკნელი ორი წლის მონაცემებიც, დაქორწინების საშუალო ასაკის ზრდის ტენდენციას უსვამს ხაზს. 2018- 2019 წლებში ქორწინების საშუალო ასაკად მამაკაცთა შემთხვევაში 32 წელი, ქალბატონთა შემთხვევაში კი, 29 წელი ფიქსირდება.

 

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5248

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый