ბეირუთის ტრაგედია, ერთგვარი შთაგონების წყარო გახდა, ცნობილი დიზაინერის - ელი სააბის ახალი კოლექციისთვის. რამდენიმე დღის წინ, მან საქორწილო და სადღესასწაულო კაბების ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც ქალაქის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის და ჯადოსნური სულისკვეთების შთაგონებითაა შექმნილი. დიზაინერის განცხადების თანახმად, ახალი კოლექცია, ბეირუთისთვის ახალი სიცოცხლისკენ იმედის მესიჯია. ბეირუთის "სურნელი" ტრიალებს მის ყოველ ახალ ნამუშევარში და იმეორებს შინაარსობრივ სილუეტს.
ელი სააბის ახალი კოლექცია, კლასიკურ ფერებთან ერთად, თამამად და დახვეწილად იკვეთება არატრადიციულ ფერებთან(ვარდისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი).
დაათვალიერეთ დიზაინერის ახალი კოლექცია:
ყველაზე წაკითხვადი
კომენტარები