Add company

"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა"

4758

"პირდაპირ ვთქვათ, რომ წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ნიშნავს, რომ ზოგიერთ ჩვენ ძალიან კარგ ტრადიციაზე რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა "- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

„რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი თავშეყრისაგან. ამასთან გვესმის, რომ ადამიანების სოციალური არსებები არიან და დიდხანს ვერ იქნებიან სოციუმის გარეშე და გვესმის, რომ თავშეყრებზეც გარკვეული დაშვება იქნება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ახალი შემთხვევების რიცხვი და ლეტალობის შემთხვევები იქნება დაბალი, ნელ-ნელა გაფართოვდეს ამ თავშეყრილ ადამიანთა ოდენობა. ამის მიხედვით უნდა ვმართოთ ეს პროცესი. დიდი თავშეყრისგან თავს იკავებენ ჩვენზე წარმატებული ქვეყნები და ვფიქრობ, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა დარჩეს მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა


Comments
Recent Articles
post-01

05/01/2021

660

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

401

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
post-01

17/12/2020

1146

ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები
Most readable
post-01

05/01/2021

660

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

401

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?