Add company

ქორწინების რეგისტრაციისას დასაშვები პირების რაოდენობა შეიზღუდა(wedder.ge)

5186

საქართველოს იუსტიციის მინისტრის №543 ბრძანების თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, 15 ივლისამდე პერიოდში, ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

"სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა" , - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების მოქმედებას განსაზღვრავს.

ბრძანება 25 მაისით არის დათარიღებული და 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ამ დროისთვის ბრძანება მოქმედებს: ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან; ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.

 

წყარო IPN


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4826

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6806

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5254

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable