სტატისტიკის მიხედვით, შემოდგომა არის სეზონი, როცა ყველაზე მეტი წყვილი ქორწინდება და ყველაზე დიდი რაოდენობით ქორწილები იგეგმება. გასულ კვირას, ჩვენს სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგადაც, იგივე შედეგი მივიღეთ - გამოკითხვაში მონაწილე უამრავი ადამიანიდან, უპირატესობა ყველამ შემოდგომას მიანიჭა, როგორც ყველაზე ლამაზ სეზონს, ყველაზე ლამაზი საქორწილო ცერემონიისათვის.
ოქროსფერი შემოდგომა, მართლაც განსაკუთრებულად ბევრ შესაძლებლობას და ფერს გვაძლევს, საქორწილო დეკორაციის პალიტრისთვის - ხმელი ფოთლები, ბროწეული, შემოდგომის ხილი... თუმცა
არც ზამთრის ქორწილებს აქვთ ნაკლები ეფექტი, რომელიც ძალიან განსხვავებულ სტილს გვაძლევს თუ მონოქრომულ ფერებში გადავწყვეტთ. ქორწილი განსაკუთრებით ამაღელვებელი და ზღაპრული იქნება, თუ თქვენი ცერემონიის დღეს, ბუნება თოვლით გააფორმებს. სწორედ სითეთრეს ეხამება ყველაზე მეტად მონოქრომული სტილი, ხოლო წვეულება სითბოს, ბუხარს, თეთრ სანთლებს და თეთრ ყვავილებს.
გაზაფხული, თავისთავად ახალი სიცოცხლის საწყისი, თავის თავში მოიაზრებს, ახალი სიცოცხლის/ცხოვრების დაწყების იდეას. . ხოლო საქორწილო თემატიკა, ყველაზე ბუნებრივად, ღია მწვანეს და თეთრს იხდენს.
სანაპირო, ტყე, ღია საქორწილო სივრცეები, სათავგადასავლო ჩანართები, საქორწილო წვეულებაში - ეს ის ბენეფიტებია, რომელსაც ზაფხულის ქორწილები იხდენენ. აქ სრულიად თავისუფალი ხართ - რაც შეიძლება მკვეთრი, ცხელი და მხიარული ფერი - აი, რა უხდება ყველაზე ძალიან, ზაფხულის ქორწილებს.
დაათვალიერეთ ფოტო-კოლაჟი:
კომენტარები