ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

სამი ადგილი კახეთში, სადაც განსაკუთრებით ლამაზი ქორწილების გადახდაა შესაძლებელი

14634

გამომდინარე იქედან, რომ ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ეს დღე განსაკუთრებულ ადგილას უნდა აღინიშნოს. ბოლო დროს, ტრენდული და საინტერესო, გასვლითი ქორწილებია, როცა ქორწილის პარალელურად თაფლობის თვეც იგეგმება.

 

ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადგილი კი უცხოელი წყვილებისთვის საქართველოა, სადაც ყველა კუთხეში, წელიწადის ოთხივე სეზონზე, ძალიან ლამაზი ქორწილის გადახდაა შესაძლებელი. ქართული საქორწილო ბაზარი, უცხოურთან ბევრად ეკონომიური და ამავდროულად მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია ყველა ტიპის ქორწილის შემთხვევაში(პატარა, ღია სივრცე, ლაქშერი).

 

შემოდგომის სეზონზე, განსაკუთრებით მიმზიდველი კახეთია, სადაც გვიანი შემოდგომა, განსაკუთრებულ ფერთა გამას იძლევა. ჩვენ შემოგთავაზებთ სამ ადგილს კახეთში, სადაც განსაკუთრებით ლამაზი ქორწილების გადახდაა შესაძლებელი და რომლებსაც უცხოელი წყვილები, ყველაზე ხშირად ირჩევენ.

 

"გიუაანის მეღვინეობა" უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქცა, ბედნიერი მოგონებების ადგილად. „გიუაანი მეღვინეობა“ საგარეჯოს რაიონ სოფელ მანავში, თბილისიდან 45 კმ-ში მდებარეობს. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს ქართულ ტრადიციებსა და ღვინის კულტურას ეზიაროს, ხოლო განსხვავებული და ორიგინალური ქორწილისთვის, ულამაზესი ბაღი და ბაღში ჩაფლული საღვინე სახლია განკუთვნილი. მენიუში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები გვხვდება. განსაკუთრებული კი "გიუაანის" ღვინოა.

 

კიდევ ერთი გასაოცარი საქორწილო სივრცე, სასტუმრო „ყვარლის ტბა“ ტბის პირას, ულამაზეს ადგილასაა გაშენებული. მაღალი კლასის სასტუმრო, ქორწილებისთვის განსაკუთრებულ გარემოს გთავაზობთ. ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ, წყვილსა და სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპა აბაზანებით და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

 

შუაგულ მთებში, ილიას ტბის პირას ციხე-სიმაგრის არქიტექტურის შესაბამისად აგებული, მაღალი კლასისსასტუმრო „როიალ ბატონი“, ერთ-ერთი ღირსეული სივრცეა კახეთში, რომელსაც შეუძლია თქვენს განსაკუთრებულ ქორწილს უმასპინძლოს. სასტუმროში, წელიწადი ოთხივე სეზონი, განსაკუთრებულად ამაღელევებელია. 

 

დაგეგმე ქორწილი საქართველოში


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5248

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი