ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

მონიკა ქობულაძე: როგორი უნდა იყოს საქორწილო თაიგული ზამთრის სეზონზე

8571

საქორწილო თაიგული, პატარძლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლის განსაკუთრებული ვიზუალი, სრულ სურათს ყოველთვის აგვირგვინებს. ამიტომ, ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ და ამზადებენ. საქორწილო თაიგულებს ახასიათებს ტრენდულობა წლის, სეზონის და ზოგადი ტენდენციების მიხედვით. ბოლო პერიოდში კლასიკური საქორწილო თაიგულები, ტრადიციული ყვავილებით და დეკორატიული მცენარეებით, გაცილებით უცხო, ერთი შეხედვით უცნაურმა მცენარეებმა ჩაანაცვლა. თანამედროვე პატარძლები, ადვილად იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს და შედეგიც ყოველთვის განსხვავებული და მშვენიერია.

საყოველთაოდ აღიარებული ე.წ. "ქორწილების სეზონი" - შემოდგომა მიილია, რომელიც არამხოლოდ თაიგულის, არამედ ქორწილის დეკორაციის მრავალფეროვნებისთვის, ფერთა უსასრულო პალიტრას გვაძლევს და ზამთრის სეზონში, ქორწილების რაოდენობა იკლებს, მაინც ვხვდებით ძალიან ბევრ წყვილს, რომელიც დაქორწინებას და ქორწილის გადახდას სწორედ მკაცრ, ცივ, მაგრამ ძალიან ლამაზ სეზონზე ამჯობინებს. ფოტოსესია თოვლის და თოვლიანი მთების ფონზე, პატარა, თბილი გარემო ქორწილის საღამოს წვეულებისთვის და გამძაფრებული სადღესასწაულო განწყობა - ეს ის ბენეფიტებია, რომელსაც ზამთრის ქორწილები იძლევა.

 

როგორი უნდა იყოს საქორწილო თაიგული ზამთრის სეზონზე, ამის შესახებ ყვავილების სალონ "მონტაგოს" დამფუძნებელი და დიზაინერი მონიკა ქობულაძე, რომელიც წლებია პატარძლების მთავარი აქსესუარის გამორჩეული დიზაინის შექმნაზე ზრუნავს, გვესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს ზამთრის საქორწილო თაიგული, სეზონის და ბოლო წლის ტენდენციების მიხედვით.

 

 

 

"- საქორწილო თაიგულების ვიზუალურ მხარეს და სტილს, სეზონთან ერთად, ქორწილის დეკორის მთავარი ხაზიც განსაზღვრავს, თუმცა ყველაზე მთავარი, მაინც პატარძლის ჩაცმულობაა. ფერების და მცენარეების ტრენდს რაც შეეხება, ამ სეზონს შემოდგომის ფერებიც შემოერევა, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მაინც თეთრი თაიგულებია, იშვიათი მწვანე დეკორატიული ჩანართებით.

 

ბოლო წლების მაგალითით, გარდა კლასიკური, პოპულარული თეთრისა, აქტიურად გამოიყენება ე.წ. მშრალი დეკორები(მოჩალისფრო მცენარეები). სწორედ ამ ტიპის თაიგულებია გაცილებით პოპულარული და აქტუალური ბოლო წელს. ძალიან მოთხოვნადია არაორდინალური თაიგულები, რომლებსაც პატარძლები გაცილებით თამამად ირჩევენ, განსხვავებით წინა წლებისა, როცა მათი მოთხოვნა და სურვილი, თეთრი ვარდების თაიგული იყო."

 

როგორი უნდა იყოს ზამთრის ქორწილის შესაბამისი თაიგული, მათ შორის "მონტაგოს" პროდუქცია დაათვალიერეთ გალერეაში:


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი