ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

სიფრთხილის ზომები: როგორ მოქმედებს ხელის ხშირი დაბანა-დეზინფექცია საქორწილო ბეჭდებზე

7627

ვფიქრობ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და იმ აუცილებელი რჩევების გამო, რომლების შესრულებასაც ექიმები მოგვიწოდებენ, თქვენ უფრო გულდასმით მიუდექით თქვენს ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე ზრუნვას - მაგალითად ხელის ხშირი დაბანა და ანტისეპტიკის ხშირი გამოყენება, იმისათვის რომ დაიცვათ თავი გავრცელებული ვირუსისგან. და ეს რა თქმა უნდა სწორია. ასე თქვენ კლავთ ბაქტერიებს, მაგრამ შესაძლოა ავნოთ რაიმე სხვას - ხელის კანს და თქვენს ნიშნობისა თუ საქორწილო ბეჭდებს. ამიტომ ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ბაქტერიებისგან ისე რომ არ დააზიანოთ როგორც ძვირფასეულობები, ასევე ხელის კანი.

 

 

მართალია თუ არა რომ ანტისეპტიკი უარყოფითად მოქმედებს ძვირადღირებულ მეტალზე?

 

სამწუხაროდ კი, მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი. სადეზინფექციო საშუალებები ნამდვილად შედიან რეაქციაში ძვირადღირებულ მეტალთან და შეუძლიათ მათზე დაზიანებები დატოვონ. მაგალითად, შესაძლოა განვითარდეს დაჟანგვა, ზედაპირის დაზიანება და მეტალის გაცვეთა. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, თქვენ სითხის დიდ რაოდენობას იყენებთ და ისიც დიდი ხნის განმავლობაში. პატარა დოზებით სანიტაიზერების რეაქცია მეტალთან, თითქმის შეუმჩნეველი იქნება.

 

 

აქვთ თუ არა რეაქცია ძვირადღირებულ ქვებს სადეზინფექციო საშუალებებზე?

 

ამ შემთხვევაშიც პასუხი არის კი! ბევრი სადეზინფექციო სითხე შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, რომლებიც ასე თუ ისე შედიან რეაქციაში, როგორც მეტალის, ასევე ძვირადღირებული ქვების შემთხვევაში. ქლორი, მათეთრებელი, სპირტი, ანტიბაქტერიული საპონი - ყველაფერმა ჩამოთვლილმა შესაძლოა ბეჭდებს მბზინვარება წაართვან. ამასთან, სადეზინფექციო საშუალებებმა შესაძლოა შეასუსტონ ქვის სამაგრი, რადგან ამისთვის გამოიყენება თხელი ლითონის ფირფიტები და კბილები.

 

 

როგორ გამოვიყენოთ ანტისეპტიკები ისე რომ არ დავაზიანოთ სამკაულები

 

ყველაფერი საკმაოდ მარტივია, არ ღირს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უგულველყოფა ბეჭდების გამო, მაგრამ არის ბაქტერიებთან ბრძოლის ისეთი საშუალება, რომელიც არ დააზიანებს თქვენს სამკაულებს. ისიც ასევე მარტივია: სანამ გამოიყენებდეთ ანტისეპტიკს და სხვა სადეზინფექციო საშუალებებს, მოიხსენით ბეჭდები, გამოიყენეთ ანტისეპტიკი და დაელოდეთ გაშრობას, არის კიდევ უფრო მარტივი საშუალებები: შეგიძლიათ არ მოიხსნათ ბეჭდები ანტისეპტიკის გამოყენებისას, უბრალოდ ეცადეთ ის არ მოხვდეს ბეჭედს. მაგრამ უმჯობესია ამ პროცედურისთვის მეტი დრო დახარჯოთ, ასე რომ მოიხსენით ბეჭდები.

 

 

თვითონ ბეჭდის გაწმენდაც ხომ საჭიროა როგორღაც?

 

ექიმები გვირჩევენ ყველა იმ ყოველდღიური გამოყენების ნივთების დეზინფექციას, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვეხებით მთელი დღის განმავლობაში, პირველ რიგში ეს არის ტელეფონი (ასევე აუცილებლად გაწმინდეთ ის, ყოველდღიურად), მეორე - ყველა სამკაული ხელზე, განსაკუთრებით ბეჭდები. მათი გაწმენდა რა თქმა უნდა, აგრესიული სადეზინფექციო საშუალებების გარეშე უნდა მოხდეს. საკმარისია ეს კვირაში ერთხელ გააკეთოთ. უბრალოდ დატოვეთ სამკაული თბილ წყალში, რბილ, თხევად ხელის საპონთან ერთად.

 

 

როგორ ვუშველოთ ხელის კანს

 

ხშირი ხელის დაბანისას, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის, კანი შესაძლოა გაგვიუხეშდეს, რადგან ბაქტერიებთან ერთად, ჩვენ ვკლავთ ზედა, დამცავ ეპიდერმიას. ეცადეთ ხელები ძალიან ცხელი წყლით არ დაიბანოთ და არ გაიშროთ ცხელი ჰაერით, რადგან კანი არ გამოშრეს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი - ყოველი დაბანის შემდეგ, აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.

 

მასალის ავტორი ნინო ცქვიტინიძე


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4821

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5248

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი