ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

საქორწილო სამზადისის თანამედროვე ეტიკეტი

127

თანამედროვეობა მოითხოვს ცვლილებებს და ახალ ტრადიციებს მათ შორის საქორწილო ეტიკეტში: სტუმრების სიიდან დაწყებული, სოციალურ ქსელებამდე დამთავრებული. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე რჩევა თქვენი კომფორტული ქორწილისთვის.

ქორწილის დღე უნდა იყოს ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე, მაგრამ სამწუხაროდ მას ვიღაცის განაწყენებაც შეუძლია… მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ ვისი დაპატიჟებაა თქვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, ვის, სად დასვამთ, შემთხვევით, რომელიმე მაგიდაზე ერთად არ მოხვდნენ თქვენი ნაჩხუბარი მეგობრები თუ ნათესავები ერთმანეთს. ასე რომ ქორწილის დაგეგმვა - ერთი დიდი ნაღმის მოედანია, მით უმეტეს, თუ თქვენ თანამედროვე და არატრადიციული ფორმატის ქორწილს გეგმავთ, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვეულებრივ.

  1. სიმშვიდე და კომპრომისები - წარმატების წინანდარია

შეუძლებელია მოერგოთ ყველას და დააკმაყოფილოთ მათი სურვილები, თუ მოლოდინები. მზადების დაწყებისას, პირველ რიგში საკუთარი სურვილები უნდა გაითვალისწინოთ და განიხილოთ ისინი თქვენს მეორე ნახევართან: მხოლოდ თქვენ ორმა უნდა გადაწყვიტოთ, კონკრეტულად რა მოლოდინები გაქვთ, ვისი დანახვა გსურთ გულით თქვენს ქორწილში და როგორი წარმოგიდგენიათ ის საბოლოოდ. შემდეგ განიხილოთ მშობლებთან, გაიგოთ მათი აზრი და პოზიცია. ასეთ მომენტებში მოიშველიეთ კომპრომისების ხელოვნება.

თქვენ ქორწილი, თქვენს საოცნებო ადგილას გსურთ, სიძეს ყველა მისი ნაცნობის დაპატიჟება, დედამთილს ტრადიციული ქორწილის გადახდა და აშ. რა უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში? იყოთ მაქსიმალურად გაწონასწორებული და მშვიდი.

როდესაც საქმე დგება ქორწილის დაგეგმვაზე, ყველა იწყებს მათი სურვილების, შეხედულებების და აზრების თავზე მოხვევას. ასეთ შემთხვევებში, სიჯიუტე და უკომპრომისობა, ყველაზე ახლო ადამიანებშიც კი უსიამოვნებას იწვევს.

გახსოვდეთ, რომ თქვენ გეგმავთ გრანდიოზულ ღონისძიებას და საკმაო თანხის დახარჯვას - გაითვალისწინეთ სტუმრების ერთმანეთთან კარგი ურთიერთობისა და დამოკიდებულების მნიშვნელობა. ასეთ გარემოში თავს ბევრად ბედნიერად იგრძობთ.

  1. სტუმრების სია

როგორც ცნობილია, სტუმრების სია - კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ რომ, თქვენ გაანაწილეთ პრიორიტეტები თქვენთვის უახლოეს ადამიანებზე, უკვე შემდეგ კი კარგ მეგობრებზე. მეორე, თუ თქვენ უკვე დიდი ხანია რაც არ ურთიერთობთ ვინმესთან, ნამდვილად არ გიღირთ და არც საჭიროება მოითხოვს ამ ადამიანების ქორწილში დაპატიჟება. ქორწილი - ეს არ არის ღონისძიება, რომელიც აუცილებლად ყველა ნაცნობთან ერთად უნდა გაატაროთ, არამედ სულიერი, ოჯახური და ინტიმური დღესასწაული.

ოჯახის წევრებს აუცილებლად აუხსენით, რატომ იქნება თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ბავშვობის მეგობრის დაპატიჟება ქორწილში, ვიდრე მაგალითად რომელიმე შორეული ნათესავის, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობთ და თითქმის არ ურთიერთობთ. თუ თქვენ არ გინდათ რომელიმე თქვენი მეგობრის დაპატიჟება ქორწილში (არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით) - დაურეკეთ და აუხსენით სიტუაცია. თუ თქვენი მშობლები განქორწინებულები არიან, ცალ-ცალკე გაესაუბრეთ მათ და აუხსენით, თუ როგორი მნიშვნელოვანია რომ ისინი ორივე ესწრებოდნენ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. მაგრამ ეცადეთ ისინი ცალ-ცალკე დასვათ, ასე მეტად კომფორტული იქნება.

  1. სოციალური ქსელები

ჩვენს დროში, ვგულისხმობთ სოციალური ქსელების ეპოქაში, ბევრად რთული ვითარებაა. ძალიან რთულია ასეთი სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბის გაუზიარებლობა, მაგრამ ფსიქოლოგები და ეთიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჯერ დავურეკოთ ან პირადად შევხვდეთ მშობლებსა და ახლო მეგობრებს, სანამ ნიშნობის ბეჭდის ან თვითონ ქორწილის ფოტო მოხვდება სოციალურ ქსელში. თავდაპირველად მშობლები, შემდეგ ძალიან ახლო ნათესავები, შემდეგ უახლოესი მეგობრები და ბოლოს უკვე სოციალური ქსელები.

რაც შეეხება უშუალოდ ქორწილის დღეს - გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა რომ თქვენი მეგობრების მიერ ფოტოები და ვიდეოები სოც-ქსელში იქნეს გამოქვეყნებული. თუ კი, მოიფიქრეთ ჰეშთეგი, თუ არა, სთხოვეთ სტუმრებს თავი შეიკავონ პოსტებისა და სთორის გამოქვეყნებისგან.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი ქორწილია! გააკეტეთ ის ისეთი, როგორსაც თქვენ ორნი ხედავთ, როგორი არაორდინალურიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ არ დაივიწყოთ ეტიკეტი და ახლობლებთან წინასწარი გასაუბრება, ისინი მზად უნდა იყვნენ თქვენი თვალით დანახული ქორწილის დასანახად.

  1. ქორწილი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში

ქორწილი ქალაქისგან შორს, ხდის ღონისძიებას უფრო ფერადს და დინამიურს, მაგრამ ეტიკეტის თვალსაზრისით - ამავდროულად რთულს. დიდი ალბათობით, ყველა ის ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ ან აუცილებლად გინდათ რომ ესწრებოდნენ თქვენს ქორწილს, ვერ შეძლებენ მოსვლას.

ასეთ შემთხვევაში, თქვენს ასე ვთქვათ სავარაუდო სტუმრებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ: დაწვრილებით მოუყვეთ იმ ადგილის შესახებ, სადაც გეგმავთ ქორწილის ჩატარებას, გარემოზე, ტრადიციებზე და ა.შ. უნდა გააკეთეთ ყველაფრის ორგანიზება ისე, რომ თქვენმა სტუმრება ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ, თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

საჭირო იქნება სტუმრების განსათავსებელი სასტუმროს მოძიება, რომელშიც ისინი გაჩერებას ქორწილის დღემდე შეძლებენ. თუ კი თქვენ იმ კონკრეტულ ქვეყანასა თუ ქალაქში დიდხანს მოგიწევთ გაჩერება - ეცადეთ ეს ყოველივე რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმოთ და სტუმრებსაც ასევე რამდენიმე კვირით ადრე შეატყობინოთ.

 
სევე დაგაინტერესებთ:
ქორწილი ვიწრო წრეში:
7 იდეალური ადგილი თქვენი მყუდრო და პატარა ქორწილისთვის

როგორ შევარჩიოთ ქორწილის ორგანიზატორი

ყველაფერი თანმიმდევრობით: საქორწილო მზადების ჩეკ-ლისტი

კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

23/11/2020

100

ქეთა თოფურია ლევ დენგოვზე დაქორწინდა: ქორწილის პირველი ფოტოები
post-01

23/11/2020

192

ოქროსა და ბრილიანტების წვიმა ფრანკო ფონტანაში !
post-01

19/11/2020

1459

ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა
ყველაზე წაკითხვადი
post-01

19/11/2020

1459

ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა
post-01

16/11/2020

313

რატომ არ უნდა ნახოს სიძემ საპატარძლო კაბა ქორწილამდე?
post-01

27/10/2020

295

საქორწინო კონტრაქტების რიცხვი საქართველოში