''ტყუპების ღვინის მარნის'' სასტუმროში განთავსებულია 12 ნომერი: 6 სტანდარტული ორადგილიანი, 2 სამადგილიანი და 4 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით, უფასო ინტერნეტით. სასტუმროში დამსვენებლებს უფასოდ შეუძლიათ მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური ''ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის'' დათვალიერება. სასტუმრო თბილისიდან 2 სთ-ის სავალ გზაზე, 100 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
ჩვენთან მოსულ სტუმარს ხვდება - კომფორტული, მშვიდი და მყუდრო გარემო. ინტერიერი აღჭურვილია ძველი საოჯახო ნივთებით და ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე სტანდარტებს, რათა შეუქმნას დამსვენებელს ქართული ყოფის, წარსულისა და აწმყოს შერწყმის წარუშლელი შთაბეჭდილება. ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედი ვენახებზე, რომლებსაც ანაცვლებს კავკასიონის მთები და ალაზნის ველი.