ცხადია, მასშტაბი და დიაპაზონი ისეთი გრანდიოზული არაა, როგორც ნიუ იორკში, ბრუკლინის ხიდზე გადასვლისას, მაგრამ გიდები საგანგებოდ აფრთხილებენ ტურისტებს, ძველ თბილისელებს კი ისედაც კარგად აქვთ მეხსიერებაში გამჯდარი: ამ ხიდის იქით ახალი თბილისია განფენილი. თუ აქ ადრე ბაღები, ვენახები, გერმანელების უბანი იყო გაშენებული, ბოლო ასი წელია, თამარ მეფის გამზირი და აქეთ-იქით გაშენებული ქუჩები ინდუსტრიული და პოსტსაბჭოური თბილისის სახეს წარმოადგენს - ფართო გამზირები, მკაცრი იერ-სახის, ამაყი, მაგრამ დღეს უკვე დაძველებული შენობები. თუმცა, არის ერთი შენობა სწორედ ამ ახალ თბილისში - ხიდის ბოლოში, რომელიც მომავლის თბილისიდან გადმოსულს ჰგავს. თავდაპირველად ვერც შეამჩნევ, ხეები ფარავს, მერე კი, გაოცდები, როგორ ვერ შენიშნე ეს ექვსსართულიანი ნაგებობა თავისი ორიგინალური არქიტექტურით. შეიძლება სწორედ ხეების ბრალია, შეიძლება - არქიტექტორის ჩანაფიქრი, ფაქტია, „გროუვ დიზაინ ჰოტელი“ აქ არის, როგორც თანამედროვე ინოვაციების, ტექნოლოგიური მიღწევების შთამბეჭდავი, თუმცა სადა ნიშანი.
ვრცლად
დაჯავშნა