ნისლში ჩაძირულ, „ახაშენის ღვინის კურორტს“ მივყავართ დაუვიწყარ მოგზაურობაში. „ახაშენის ღვინის კურორტი“, მდებარეობს კახეთის რეგიონში, რომელიც უძველესი და უნიკალური მეღვინეობის აკვნად ითვლება. კახეთის ფერდობები და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები, მოგზაურს სძენს ქართული ღვინის წარმოშობის კულტურის მძაფრ და ისტორიულ გამოცდილებას. “ახაშენი ღვინის კურორტი“, გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას. მიღებული შთაბეჭდიელბა კი მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
სასტუმრო აერთიანებს 41 ულტრათანამედროვე ნომერს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საცურაო აუზს, საბავშვო გასართობ კუთხეს. რესტორანს, ქართულ- ევროპული სამზარეულოთი. ჩვენს ვენახებს, რომლისგანაც სპეციალურად „ახაშენი ღვინის კურორტისთვის“ მზადდება ექსკლუზიური ღვინოები. „ახაშენის ღვინის კურორტი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დასვენება და ქართული ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ტრადიციის გაცნობა.