ფლექსი დეველოპმენტი შეიქმნა 2015 წელს. 2016 წლიდან ჩვენმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საინტერესო პროექტების მოძიებაზე მუშაობა.
2017 წლის ზაფხულში ფლექსი დეველოპმენტმა დაიწყო თავისი პირველი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გლდანის რაიონში, რომელიც 2018 წლის ბოლოს დაასრულა.
კომპანია დღემდე წარმატებით განაგრძობს სვლას დეველოპერულ ბაზარზე. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პროექტის, „ფლექსი ბაგების“ მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, რომლის დასრულებას კომპანია 2019 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
2019 წლის გაზაფხულზე ჩვენი კომპანია იწყებს ახალ, მრავალბინიან საცხოვრებელ პროექტს ვაზისუბანში.
ფლექსი დეველოპმენტმა პირველივე პროექტის დაწყებიდან საკმაოდ მცირე დროში მოიპოვა წარმატება, რაც ჩვენი გუნდის დაუღალავმა შრომამ და კლიენტების მხრიდან კომპანიისადმი გამოხატულმა უდიდესმა ნდობამ განაპირობა.
ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით განვითარებისკენ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს პროექტის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად ვიხარჯებით იმისათვის, რომ გავამართლოთ ყველა ის მოლოდინი, რასაც თითოეული მობინადრე ჩვენგან მოელის. ჩვენი მიზანია ყოველთვის შევასრულოთ პირობა და კლიენტებისათვის გაწეული, გამორჩეული მომსახურებით შევქმნათ ფასეული ურთიერთობები.
მისია
ჩვენი მისიაა ადამიანების საცხოვრებელი პირობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომი და საიმედო გარემოს შექმნა, სადაც თქვენ თავს იგრძნობთ კომფორტულად და უსაფრთხოდ.
ხედვა
ჩვენი ხედვაა, ფლექსი დეველოპმენტი ჩამოყალიბდეს კომპანიად, რომელსაც ექნება მაღალი ცნობადობა და სანდოობა ბაზარზე, დანერგავს თანამედროვე სტანდარტებს და მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნის უძრავი ქონების წარმატებულ პორთფოლიოს.